ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2011


ვაჟასთან ახლოს...

ამ თელიანში თეთრ ქედანთან
ნელ-ნელა ვკვდები,
მეც,  ბუერებო ვერ მოვასწარ
რაღაც რომ მეთქვა...
აქ,ჰყრია ჯანღი, როგორც ტყავი,
როგორც ნეკნები
ძაღლის მაგიერ დაბმულ ლომებთან.
სასუტელებო, წიფლის ჩიტო  თქვენში ვფითრდები,
მეც... ახლა, ტყეა ჩემი გადია
აქ, კლდეებს შუა წაწლებივით
წვანან მითები
გამოქვაბულში დევკაცი რომ დაუბადიათ.
გამოქვაბულში... აქ,  ხომ ლექსის სათარეშოა...
გზად, ცხრა ჩანჩქერი,ქარაფებზე
ლავიწებს იმტვრევს.
მოდის არაგვი, აბრეშუმში, ამ ლოდებს შუა,
უბეზე იბნევს თვალ-მარგალიტებს.
გაკიდულია ბურუსებზე  ჯიხვები  რქებით,
ღამის ნიავი  აყვავებულ ვარსკვლავებს
დათვლის,
და მდინარეში წყაროსავით ჩავიკარგები
მეც... დედამიწას დაეწვეთა
სტრიქონი - თაფლის.
მკლავი ,,ვის აქვის"
პირყვითელა კლდესაც ის დასძრავს,
მე რა ხანია,ხვადი ვეფხის
ქმარ-ძმრობა მსურდა...
თეთრი ქედანის მოწყენილი ფერის კვირაძალს,
ხარი აბღავლდა დევკაცების
გამოქვაბულთან.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები