ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 სექტემბერი, 2008


''მომიახლოვდი'' ანუ ქართული''ლავ მეიქინგი''ავტორი -თუსია /ერთი ლექსის ანალიზი/

როგორც სექსოლოგიურ ლიტერატურაშია ცნობილი,სექსოლოგიური კულტურის თავისებურების მიხედვით  ,ისტორიულად ორი სახეობა გამოიყოფა:ორგიასტული და რეგრესიული.
ორგიასტული კულტურის ერებად მიიჩნევიან ჩინელები,იაპონელები,ტაივანელები,მალაიზიელები და ა.შ.
რეგრესიულად - ძირითადად  ქრისტიანული ერები,ისეთი,როგორიცაა საქართველო.
დრო იცვლება,იცვლება ეროვნული მენტალობაც,დღეს ქართული კულტურა  ამ მხრივ,სადღაც,გარდამავალ ფაზაში იმყოფება:ის თანდათანობით თმობს რეგრესიულ ხასიათს და ორგიასტულობისკენ მიისწრაფის.ამან თავისი კვალი პოეზიასაც დაამჩნია.ტენდენცია ეროტიკული პოეზიით გატაცებისა ჩვენს თვალწინ,უმოკლეს დროში ნიშნად ფორმდება.
    ამ გარდამავლობის გამო სურათი ძალზე მღვრიეა.ტაბუახსნილობამ ახალგაზრდა პოეტთა დიდი ნაწილი უწონობის მდგომარეობაში ჩააგდო.მათ სურთ ლექსებში ილაპარაკონ სექსზე,მაგრამ არასაკმაო გამოცდილების,``ეკრანული``ცოდნის გამო ხან პორნო-პოეზია გამოსდით,ხან ელემენტარული უგემოვნობა.ამას თავისი მიზეზები აქვს,მათთაგან ერთერთი უმთავრესი,ჩემი ფიქრით ის გახლავთ,რომ ჯერჯერობით არ არის გამომუშავებული ეროტიკასა და სექსთან დაკავშირებული ლექსიკა,ფრაზეოლოგია არათუ  ჩვენს დღევანდელ  პოეზიაში,არამედ თანამედროვე ქართულ ენაში,საზოგადოებრივ წერითსა და ზეპირმეტყველებაში .სანაცვლოდ ტელევიზიით ``ინტელექტუალი`` წამყვანები ამკვიდრებენ უხამსობით სავსე სლენგს``ჟიმაობა``,ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული ტერმინისა ``ინტერკურსი``.
საითკენ მიმყავს ეს არცთუ მოკლე ექსკურსი?
ჩემს წინაშეა  ,,ურაკპარაკზე'' დადებული ლექსი,ავტორი -თუსია.
ლექსს შინაარსი ეროტიკული აქვს,მაგრამ შესრულებულია იმგვარი ხედვით,განცდით ,გადმოცემის სიწრფელით და ამავე დროს ,დახვეწილობით,რომ ნამდვილად გამოირჩევა თანატოლთა  ნამუშევრებისაგან.
    და რაც მთავარია,იმით,რომ ამ ლექსის თემა არის არა სექსი,ან თუნდაც წმინდა ეროტიკა,არამედ რაღაც სხვა,ის,რასაც ინგლისურენოვან სამყაროში``ლავ მეიქინგის``სახელით არის ცნობილი.
      მიუხედავად იმისა,რომ ლექსი ძირითადად მომწონს,მაინც მიმაჩნია,რომ ფორმას დამუშავება აკლია.თვალსაჩინოებისთვის აქვე ვათავსებ რედაქტირებულ ვარიანტს
მანამდე  - მოკლედ შენიშვნები:
1.სათაურის ზედმეტი დეტალიზაცია არ მგონია საჭირო იყოს,უმჯობესია,ლექსს ერქვას პირდაპირ ``მოურიდებლად``
2.''არა ვართ ხელმოწერილი'' ლექსისთვის მოუქნელი ქართულია.
3.სტროფების გაუმიჯნაობის გამო ინტონაციის გამოკვეთა ძნელდება.
4.წეს- ჩვეულება სხვა რამაა,უნდა იყოს ჩვეულება.
5.წრფელ ინტიმურ გარემოში სიტყვა ''ტრადიციული'' უმჯობესია ''ჩვეულით'' შეიცვალოს.
6.არა ''ჩამომალეწე''.ანუ მოქმედება ზემოდან ქვემოთ,არამეს ''შემომალეწე'',ანუ ირგვლივ
8. ,,და ჩამიტენე სხეულში ვნება``...დასახვეწი სახეა.

მოურიდებლად

მომიახლოვდი და შემომხვიე შიშველ ტანზე სველი თითები,
ზედ მომეკარი და აისრულე ყველა სურვილი,
რასაც აქამდე ასე ითმენდი!
არ გინდა ახლა თავის მართლება, არც გაგიჟება, არც სიყვარული! ისედაც ვიცი, როგორ გიზიდავს, ჩემი შიშველი სხეულის ნახვა...

მომიახლოვდი სულ უფრო მეტად,
სულ უფრო მეტი სითამამით მომიალერსე,
ისე, რომ ვიგრძო, როგორ იკაფავს გზას შენი სისხლი,
ჩემი სურვილით გადიდებულ კაპილარებში...
გადაივიწყე შენთვის ამდენად მნიშვნელოვანი ყოველი ფარსი,
ის, რომ არა ვართ ხელმოწერილნი, ან რაღაც მსგავსი...

მომიახლოვდი, სანამ გელი და სანამ გიკარებ,
ამ ერთხელ მაინც დაარღვიე ჩვეულება  დადაწოლის წინ  (ლოცვის მაგივრად) მე შემიყვარე.
მოუთმენელი ახლა ისაა, რომ  ეკარები ჩემი სხეულის მხოლოდ ერთ კიდეს
და სანამ სრულად შემომეკვრები,იქამდე იქნებ გათენდეს კიდეც...
მინდა, რომ კანი ჩამომათალონ  ათრთოლებულმა შენმა მკლავებმა,
არ გინდა ახლა არც სიტყვები, არც სიმღერა, არც სონეტები,
აღარც ჩვეული თავშეკავება
და ჩახუტებით შემომალეწე ყველა ძვალი, ყველა სახსარი,
მინდა, რომ ახლა ყველა უჯრედში მიმომდიოდეს,
ჩემი და შენი სისხლის ნაზავი,
და ჩვენ ორშუა  დარჩეს ჰაერის ერთი ნაგლეჯი უვიწროესი...
მერევა ვნება, შენგან კბილებით ამონაგლეჯი..


მომიახლოვდი და შემომხვიე შიშველ ტანზე სველი თითები...

დაველოდოთ,,ავტორი როგორ გამოეხმაურება ამ მცირე ანალიზს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები