ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
28 მარტი, 2011


მეყო გართობა

ერთად წავალთ სკოლაში
მე და ჩემი დაიკო,
თუმც ის ხუთი წლისაა,
მერე რაა, რა იყო?

  რაღაც უნდა გაგანდოთ...
  თქვენ გგონიათ იწვალა?
  ასოებიც, ციფრებიც,
  ჩემზე კარგად ისწავლა.

მე და დედას გვისმენდა
ცალი ყურით მაიკო,
ასე, თამაშ-თამაშით
ყველაფერი გაიგო.

  მასზე ასე ამბობენ:-
  “ძლიერ ნიჭიერია,
  დაძლევს, თუმცა სასწავლი
  მართლაც ძალზე ბევრია.”

ხომ დავიწვი სირცხვილით,
თუ მაიკომ მაჯობა...
მეტი უნდა ვისწავლო,
მეყო უკვე გართობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები