ასე იწყება ყველაფერი - soixante-neuf, თუმცა ცხოვრებას, რა ხანია, როგორც სახადი სჭირს უძლურება სქესობრივი, რეპლიკა - \"ეუფ\" - ოთხი მხრიდან და მე ამ ნაწერს ტანზე გავხადე.
დღეს მოდაშია (ეფექტი აქვს) დელეგირება სურვილების და დელეგატი ვისაც სჭირდება მან იყოლიოს, მარტო ვარ და ერეგირებულ ნერვებს ვატარებ გაყინული (მუდამ) თითებით.
არეულია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ანუ - პირიქით (დალაგებულს ჩემთან რა უნდა), ეს ნაწერი და თუ დამერქვა ერთ დროს პოეტი, ალბათ იმიტომ, რომ გავბედე - უკან დავბრუნდი
და პოეზია განვიცადე, როგორც ორგაზმი, ასე დაიწყო ყველაფერი - neuf-soixante, მერე ისრებმა შუაღამის ოთხი მოხაზეს, მერე ვინც იყო მოსასვლელი ყველა მოვიდა -
ფონ შტერნბერგი და საოცარი მარლენ დიტრიხი, აქ უკვე სექსი მანიაა და არა ფაქტი, აქ მხოლოდ შენი არჩეული გზებით მიდიხარ მიზნისკენ - შენი უფლებაა პირველი აქტი.
აქ შეგიძლია ითავხედო, რაც გსურს დაწერო, აუცილებლად დაეყრება საფლავს ნაგავი მაინც და რატომ უნდა გახდე ხალხის ნაწილი - ხალხის - ვინც მოკლა - რიუნოსკე აკუტაგავა?!
ის არ მოუკლავთ - იტყვის ვინმე - თავი მოიკლა, მე გეუბნებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვკალით! ერთი ჯანსაღი აზრი არ გაქვთ ათას მოფიქრალს, ჩვენ - ყველა ერთად, მკვლელობებმა ოთხად მოგვრკალეს.
არაეულია, არეული, არეულია - ეს ნაწერი და დრო არ მოდის, წლები მიდიან, ყველა ჩვენგანი საქმეშია, გარეულია ამ ყველაფერში, დედააზრი, თავი - იდეა -
ცხოვრებისათვის დღეს ეს არის - neuf-soixante, საინტერესო თუ რამეა - ქამრისქვეშ ხდება, ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - ვუყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.
ვის ვკლავთ დღეს?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჰომ.. აქ სულ სხვა ამბავი ტრიალებს :)
უკვე ხარ კიდეც დიდი.. ჰომ.. აქ სულ სხვა ამბავი ტრიალებს :)
უკვე ხარ კიდეც დიდი..
12. სათაურზე გამეცინა.. ერთ მოხუცს ვიცნობდი, ლოტოს თამაში მასწავლა და ამ რიცხვს ახუტულ-ჩახუტულს ეძახდა) წარმატებები.. სათაურზე გამეცინა.. ერთ მოხუცს ვიცნობდი, ლოტოს თამაში მასწავლა და ამ რიცხვს ახუტულ-ჩახუტულს ეძახდა) წარმატებები..
11. მახსოვს ეს და მაშინაც მომეწონა და ახლაც! მახსოვს ეს და მაშინაც მომეწონა და ახლაც!
10. კარგი ლექსია ძმაო!!! წარმატებები!!! კარგი ლექსია ძმაო!!! წარმატებები!!!
9. ჩვენ მოგვკლავს ჩვენ:)
ჩვენ მოგვკლავს ჩვენ:)
8. რატომ "თქვენ"?..." ჩვენ " ...ყველას- შეგვიძლია ეს ჭა. 2011-03-30 20:58:35
ჭის შენიშვნა მენიშნა!..
გაბუდაყება -
არის ასეთი ტერმინი ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში. კარგი იქნება, თუ მას ავტორი მოიძიებს და კარგადაც განჩხრეკს!..
ლექსი მთლიანობაში მომეწონა, თუმცა არის ძალიან სუსტი, ნამეტანი გაფეტიშებული სარითმო წყვილეეულები!
წარმატებები! რატომ "თქვენ"?..." ჩვენ " ...ყველას- შეგვიძლია ეს ჭა. 2011-03-30 20:58:35
ჭის შენიშვნა მენიშნა!..
გაბუდაყება -
არის ასეთი ტერმინი ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში. კარგი იქნება, თუ მას ავტორი მოიძიებს და კარგადაც განჩხრეკს!..
ლექსი მთლიანობაში მომეწონა, თუმცა არის ძალიან სუსტი, ნამეტანი გაფეტიშებული სარითმო წყვილეეულები!
წარმატებები!
7. თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.
ძალიან ნამდვილი და სხვანაირი სუნთქვა..... თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.
ძალიან ნამდვილი და სხვანაირი სუნთქვა.....
6. დიდი პოეტი ხარ!
1 კომენტარი სასაცილოა(სატირალი რომ არ იყოს) :( დიდი პოეტი ხარ!
1 კომენტარი სასაცილოა(სატირალი რომ არ იყოს) :(
5. ზღვა ემოცია! ზღვა ემოცია!
4. "და პოეზია განვიცადე, როგორც ორგაზმი"
მაგარი ლექსია ეს
შენ ხარ ძალიან დიდი პოეტი ნიკოლოზ ჩემო :) ყველა დიდი პოეტს აქვს თავისი გამორჩეული ნიშანი. შენც გაქვს, მილიონი ნაწერიდან გცნობ და გარჩევ. :) ტექნიკას რომ თავი დაანებო , შენი ემოციური დაწოლა კიდევ ცალკე თემაა. :) "და პოეზია განვიცადე, როგორც ორგაზმი"
მაგარი ლექსია ეს
შენ ხარ ძალიან დიდი პოეტი ნიკოლოზ ჩემო :) ყველა დიდი პოეტს აქვს თავისი გამორჩეული ნიშანი. შენც გაქვს, მილიონი ნაწერიდან გცნობ და გარჩევ. :) ტექნიკას რომ თავი დაანებო , შენი ემოციური დაწოლა კიდევ ცალკე თემაა. :)
3. თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება. მიყვარს ეს პოეტი...5555 რატომ "თქვენ"?..." ჩვენ " ...ყველას- შეგვიძლია ეს
თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება. მიყვარს ეს პოეტი...5555 რატომ "თქვენ"?..." ჩვენ " ...ყველას- შეგვიძლია ეს
2. ერეგირებულ ნერვებს ვატარებ გაყინული (მუდამ) თითებით.
ის არ მოუკლავთ - მეტყვით ვინმე - თავი მოიკლა, მე გეუბნებით, რომ თქვენ ყველამ ერთად მოკალით!
თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.
მე მომწონს ასეთი ლექსები,რატომღაც ყველაზე გულწრფელი მგონია ხოლმე ცხელ გულზე დაწერილს ჰგავს :) ერეგირებულ ნერვებს ვატარებ გაყინული (მუდამ) თითებით.
ის არ მოუკლავთ - მეტყვით ვინმე - თავი მოიკლა, მე გეუბნებით, რომ თქვენ ყველამ ერთად მოკალით!
თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ სიკვდილს შორიდან და გზად (გულგრილად) - უყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.
მე მომწონს ასეთი ლექსები,რატომღაც ყველაზე გულწრფელი მგონია ხოლმე ცხელ გულზე დაწერილს ჰგავს :)
1. მემგონი იქ არ მოვხვდი სადაც ვფიქრობდი...
წარმატებები... :) მემგონი იქ არ მოვხვდი სადაც ვფიქრობდი...
წარმატებები... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|