ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა. იამ თვალები მოიფშვნიტა. გურამი დღესაც იგვიანებდა."როგორ გამოიცვალა. ღმერთო! ადრე როგორ მიფრთხილდებოდა..ცოტაც რომ დაჰგვიანებოდა, ტელეფონით მატყობინებდა, მოსვლისას ლოდინისთვის ბოდიშს მიხდიდა, მომეფერებოდა. ერთად ვივახშმებდით, მიყვებოდა თავის საქმეებზე. ახლა? მთელი ღამეც რომ არ მოვიდეს, არც ვაგონდები. მოვა და თუ დაწოლილი დავხვდი, მსაყვედურობს: -მოსიყვარულე ცოლმა ასე არ იცისო. - ხშირად სვამს და ერთ ბეწო რამეზე აყვირდება ხოლმე...მერე დაწვება და დაიძინებს, თითქოს - არაფერი. მე კი მთელ ღამეს ტირილით ვათენებ. დილით თვალებდასიებულს ამრეზით შემომხედავს, გამზადებულ საუზმეს უსიტყვოდ მიირთმევს, კარს გაიჯახუნებს და ისევ დაიკარგება. ვერ გამიგია, რა ხდება. მეც, ვატყობ ჩემს თავს, რომ შევიცვალე. ძველებურად ვეღარ ვეფერები, განერვიულებული ვარ. მე ვარ დამნაშავე?"იამ ამოიოხრა და ისევ ფიქრებს მისცა თავი. კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო გურამი რომ გაიცნო. ვაჟი ძალზე თავაზიანი და რაც მთავარია, მისი სურვილების უსიტყვოდ გამგები და ამსრულებელი იყო. ჭკვიანურად მსჯელობდა, ნაირ-ნაირ ფერებში უხატავდა მომავალს. ხშირად ჭკუასაც არიგებდა ხოლმე. ესეც მოსწონდა იას,-8 წლით უფროსობა აძლევსო ამის ნებას -ეტყოდა ხოლმე დეიდას. უშვილო დეიდა იყო იასთვის ყველაფერი. მამა არ ახსოვდა, დედა 8 წლისას გარდაეცვალა და ადრე დაქვრივებულმა დეიდამ შვილივით გაზარდა. მეგობარივით ედგა მხარში. იცნობდა მის ყველა მეგობარს, თაყვანისმცემელს, მაგრამ გურამს გამორჩევით აფასებდა, როგორც ერთ-ერთი დიდი საწარმოს უფროს ეკონომისტს, იაზე უსაზღვროდ შეყვარებულს და ოროთახიანი ბინის პატრონს. ია, როგორც ერთ-ერთი ნიჭიერი სტუდენტთაგანი, გასტროლებზეც ხშირად დადიოდა და გურამი ,თუ დრო ჰქონდა, მუდმივ თანამგზავრად ახლდა მას. ყოველი კონცერტის მერე ყვავილებს მიართმევდა და მასთან ერთად იზიარებდა გამარჯვების სიხარულს. დაქორწინდნენ და გარეშეთათვის იდეალურ წყვილად ჩანდნენ .თვითონ ია კი გრძნობდა, რომ რაღაცაში შეცდა, რაღაც ვერ იყო რიგზე, მაგრამ რა, ვერ ამოეცნო. გურამი ისევ ისეთივე თავაზიანი იყო,ოღონდ სადმე მარტო წასვლას უშლიდა, თვით დეიდასთანაც კი. ნელ-ნელა თავის საყვარელ საქმესაც ჩამოაშორა. როიალი უყიდა, თავი გაირთეო. თანდათან მეგობრებიც ჩამოცილდ და მაღაზიებშიც.კინო და თეატრი საერთოდ ამოვარდა მათი მეტყველების ლექსიკონიდან. ვიმუშავებო, რომ უთხრა იამ, კინაღამ ისტერიკა დაემართა; "მე ისეთი რა მიჭირს, რომ ჩემმა ცოლმა სამსახურში იწოწიალოს და ვიღაც-ვიღაცეების ჟინიანი ცქერის ობიექტი გახდესო\ ". სურვილების ,წინანდებურად უთქმელად მიხვედრა კი არა, სიტყვიერად ათასჯერ თქმულის შესრულებაც უჭირდა . ამ ბოლო დროს სულ ცოტა რაღაცაზე აყვირდებოდა ხოლმე, მაგრამ მერე, კარგ გამწყობაზე მყოფი ძველეფურად მოეფერებოდა და პატიებას თხოვდა. იაც აღარ აჰყვებოდა გულისთქმას და აპატიებდა, იმ სიყვარულს უთმობდა, რომელიც წინანდელ გურამთან აკავშირებდა. არადა, უჭირდა ასე ყოფნა, ეძახდა საყვარელი საქმე. უჭირდა უმეგობროდ, საზოგადოებისგან მოწყვეტა. დეიდა ანუგეშებდა; "მოითმინე,ბავშვი გაჩნდება ,ისიც შეიცვლებაო", მაგრამ ნანატრი ბავშვი არ ჩანდა. თავიდან, პირველი ორი წელი სად არ ატარა, ვის არ გაასინჯა გურამმა, მაგრამ...ყველა ეუბნებოდა,"ჯანმრთელი ხარ,მეუღლე მოვიდესო", გურამს გაგონებაც კი არ უნდოდა. "ამ მხრივ 100% ვარ ვიცი და შენ თავს მიხედეო". "ეჰ,სანამდე გაგრძელდება ასე? რამ გამოცვალა? ნუთუ იმან, რომ 6 წელია ერთად ვართ და შვილი არ შეგვეძინა? იქნებ , სამსახურში აქვს ცუდად საქმე და მე მიმალავს? იქნებ, სხვა შეუყვარდა?"-ამ აზრმა შეაძრწუნა-"კი, მაგრამ ,თუ ასეა, მე რად მმარხავს ცოცხლად?" კარებს ვიღაცამ მუშტი დაარტყა. ია მიხვდა, გურამი მოვიდაო, წამოხტა და კარი გააღო. -რროგორ გიკითხო, ლამაზო? ხომ არ მოიწყინე? დაძახების გარეშე კარს რომ აღებ, რრა იცი, ვინ ვარრ? თუ ვინმეს ელი, ჰა? იას ღვინის ოხშივარი ეცა. -კიდევ დალიე, გურამ?- უსაყვედურა ქალმა. -რაო? შენსას ვჭამ და ვსვამ თუ? მინდა და ვსვამ. რრა შენი საქმეა? -მე გელოდი...საჭმელიც ვერ ვჭამე მარტო... -ოჰ, არ მომკალი დარდით- ჩაიცინა კაცმა- მაჭამე ახლა რამე. ია უსიტყვოდ მიბრუნდა და ქვაბი გაზზე შედგა. -ჩქარა! -იყვირა კაცმა. -მაცალე, გავაცხელო... -რრა, არრ მელოდი? მე გაცხელებას ველოდო? ახლა მინდა! მეტი რა საქმე გქონდა? უსინდისო!- მაგიდას მუშტი დასცხო. -რა მოგივიდა, გურამ? ცივ სოუზს ხომ არ შევჭამთ? -ცეცხლი ჭამე და სიკვდილი ,მე მაინც არაფრად მაგდებ,შე... -გურამ!!!-განწირულად იყვირა იამ. -რროგორ მიბედავ ხმის აწევას შე ვირიშვილო, ხმა-მეთქი, შე ვირის გაგდებულო! -გურამ! საფლავშიც არ ასვენებ მკვდარს? გრცხვენოდეს !! -რისი? რომ გიტან და ცოლად მყავხარ მაინც? -გურამ, რა დაგიშავე ასეთი?-ძლივს ამოიქვითინა იამ. -რაში მჭირდები? რისთვის აგდიხარ აქ? მე შენ გეტყვი,ბავშვებით არ ამივსო სახლი. ენის ტლიკინი, საყვედურები...აი, შენი საქმე, შენი დედა... იამ ყურებზე ხელი აიფარა ,თვალები დახუჭა. გულმოოხებული გურამი წაბანცალდა და ლოგინზე დაემხო. რამდენიმე წუთში მკვდარი სიჩუმე ხვრინვამ დაარღვია. როდის ,როდის გაახილა თვალები იამ. ქმარს შეხედა. -ეს კაცი მიყვარდა?-შეეკითხა თავის თავს . - მოკვდა ჩემი სიყვარული ,მოკვდა. - გულში საოცარ სიცარიელეს გრძნობდა.მიმოიხედა. თითქოს ყველაფერს ეცვალა სახე. უცხოდ ეჩვენა ყოველივე."შენი ადგილი აქ არაა!"ჩასძახა ვიღაცამ."ჰო!"დაეთანხმა იმ ხმას. კარადასთან მივიდა, ხელჩანთა აიღო, ჟაკეტი მოიხურა და კარებისკენ გასწია. სწრაფად ჩაირბინა კიბის საფეხურები. ქუჩაში კანტიკუნტად მოძრაობდნენ მანქანები . ჩაირახრახა სატვირთომ. ქალი მხრებაწურული,ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა უკაცრიელ ქუჩაში და გულით მიჰქონდა უკიდეგანო ტკივილი გარდაცვლილი სიყვარულისა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სიყვარულის გარდაცვალება მტკივნეულია მართლაც,,,:-* სიყვარულის გარდაცვალება მტკივნეულია მართლაც,,,:-*
4. მანანა, ძვირფასო, ჩვენ მართლაც გვაქვს რაღაც საერთო სულის სიღრმეში. მე ჩავწვდი შენსას... ერთი დიდი რომანის ჩატევაა ასე ლაკონურად ამ მცირე ფორმატში. უდიდესი ტკივილია, "მაგრამს იქით " ამოსაკითხი. . გაიხარე. კარგია. ია. ჯი. მანანა, ძვირფასო, ჩვენ მართლაც გვაქვს რაღაც საერთო სულის სიღრმეში. მე ჩავწვდი შენსას... ერთი დიდი რომანის ჩატევაა ასე ლაკონურად ამ მცირე ფორმატში. უდიდესი ტკივილია, "მაგრამს იქით " ამოსაკითხი. . გაიხარე. კარგია. ია. ჯი.
3. "პირველი ორი წელი სად არ ატარა, ვის არ გაასინჯა გურამმა, მაგრამ...ყველა ეუბნებოდა,"ჯანმრთელი ხარ,მეუღლე მოვიდესო", გურამს გაგონებაც კი არ უნდოდა. "ამ მხრივ 100% ვარ ვიცი და შენ თავს მიხედეო".
სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები... კარგია, მანანა... :))) "პირველი ორი წელი სად არ ატარა, ვის არ გაასინჯა გურამმა, მაგრამ...ყველა ეუბნებოდა,"ჯანმრთელი ხარ,მეუღლე მოვიდესო", გურამს გაგონებაც კი არ უნდოდა. "ამ მხრივ 100% ვარ ვიცი და შენ თავს მიხედეო".
სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები... კარგია, მანანა... :)))
2. უჰ:( მეტკინა .... უჰ:( მეტკინა ....
1. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა უკაცრიელ ქუჩაში და გულით მიჰქონდა უკიდეგანო ტკივილი გარდაცვლილი სიყვარულისა...
კარგია....... ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა უკაცრიელ ქუჩაში და გულით მიჰქონდა უკიდეგანო ტკივილი გარდაცვლილი სიყვარულისა...
კარგია.......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|