ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2011


ბედო...

მოგყე და ვერ დაგეწიე,
არც სულის მოთქმა მაცალე,
შენგან მოწვდილი ბალღამი
რამდენი თასი დავცალე!
საითაც ქარი დაჰბერე,
მეც იქ მაგებე ლერწამად,
რომ შენი უსამართლობა
უფალზე მეტად მეწამა!
მოსისხლე მტრად გადამკიდე
სატრფო და ყრმობის მეგობე,
და გზაზე უფლის გულისკენ
რამდენჯერ გადამეღობე!
მითხარი, ახლა რა ვუყო,
შენგან დასეტყვილ იმედებს?
წაიღე, უკან წაიღე,
რაც ჩემთვის გამოიმეტე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები