ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2011


აღსარება - ბოლო სიტყვა

მე მაწოდებდნენ პურის ნაჭერს და აქამომდე
„ანგელოსები“ მაპურებდნენ, როცა მშიერი
გამომშრალ ქალაქს ვეცემოდი - ხშირად მომსდევდნენ
ვიღაც მართალნი... მე კი ისევ გზებზე დასერილ -

ნიშნულებს... ქვევრებს... თივის ზვინებს ვეფარებოდი!
და ნაქურდალსაც ორ ლუკმაში - სუნთქვის ჩარაზვით
შევირგებდი და ცერა თითზე მიმხმარ ნამცეცებს
უკმარი მზერით გავხედავდი. შემდეგ მარაზმი -

აზიდებდა ზეცას დილამდე... ეჰ! ნაბიჭვარი...
გამთენიაა! პირს მიშრობს და ჩვეულ ქარიზმას
უზმოზე არღვევს სხეული და სულის ჭიშკარი
ამოვიჭამე... და მარცხნიდან თითქოს მანიშნა -

რომ მაძღარი ვარ... პური ჩემთვის საკმარი არს-კი?!
და მეტისმეტი თუ დასახე რა სჯობს - მით უფრო...
ხედავ, რომ ქვეყნად მამაძაღლი ამინდი დაჰქრის
და ლანდავ მავანს შენი ქცევა რა დოზით აფრთხობს.

რომ გაიმარჯვე! ქვასაც ადენ მუჭში მლაშე ცრემლს
(და მეტანია რად გჭირდება?! ვიღაც ლოცულობს!)
ქვეყანაზე და საეჭვოა სულსაც თუ გასცემს
კაცი, რომელიც დარჩენილა უ-ძმა-დობილოდ.

ობიექტს იცვლი... ახლა ტყვე ხარ შენი სხეულის -
(სხეული უფრო მეტაფორა, რადგან ლეშია)
კაცი, რომელიც აღსარებას ამრეზად უვლის
გარე-გარე და ცოდვა ისე დაუშენია...

აგურ-აგურ, რომ ჩამოიქცა მისი სამყოფი!
უმთვარო ღამე გათენებას აცლიდა შუშებს
და აივნიდან კუპრს ერევა, რადგან  გათოშილს
ფრჩხილისოდენა  მე არ შერჩა, რომ გამოშუშდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს