=1= პატარა ლევანიკოს თოვლი ჯერ არ ენახა. -ლევან, მოდი ,რა გაჩვენო- უთხრა მამამ დილით და ფანჯარასთან მიიყვანა. პატარა გაოცებული უყურებდა გადათეთრებულ გარემოს ,შემდეგ მამას ხელიდან გაუსხლტა და სამზარეულოს მიაშურა. მალე შემობრუნდა თეფშით ხელში და მამას შარვალზე მოქაჩა; -ფაფა მიდა, ფაფა! ყველას გაეცინა, მიხვდნენ,ლევანიკოს თოვლი მისი საყვარელი "მანიფაფა"ეგონა. =2= პატარა ლიკამ ბაბუ გააბრაზა. -ლიკა, შენ თავხედი ხარ? - კითხა ბაბუამ. -არა, მე დოდო ვარ! -თავდაჯერებულად მიუგო ლიკამ. =3= თავგადაპარსული ლიკუნა სტუმრად წაიყვანეს. მასპინძელთა შორის ერთი, სრულიად მელოტი კაციც იყო. -ბაბუ, შენც ხოტორია ხარ? -სერიოზულად შეეკითხა ლიკა. =4= თამაშში გართულ ლიკას დედამ მაგიდაზე წამლის აბი დაუდო და წყლის მოსატანად გავიდა .მობრუნებულმა აბი ვერ იპოვა. -ლიკა, სადაა წამალი?-შეეკითხა დედა. -ზეპირად დავლიე- თავაუწევლად უპასუხა ლიკამ და თამაში განაგრძო. =5= ნინიკო ძალზე ზარმაცი იყო. სწავლა ეზარებოდა და შესაბამისად არასახარბიელო ნიშნებს ღებულობდა ხოლმე. მამა ყოველ ღამე დღიურს ამოწმებდა, შეამჩნია, რომ ნინოსთვის კარგა ხანია მათემატიკა არ უკითხავთ. -ნინო, მათემატიკის მასწავლებელს დაფასთან არ გამოჰყავხარ?-ჰკითხა მამამ. -როგორ არა ,მამიკო ,დღესაც გამომიყვანა . -მერე? -დაფა გავასუფთავე და დამსვა-ყოჩაღად მიუგო ნინომ. =6= რუსულის გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება ნინიკოს -როგორაა მაგიდა? -стол- სხარტად მიუგო გოგონამ. -სკამი? -стул -იატაკი? -пол -ყოჩაღ ,ნინო . აბა თვითმფრინავი? ეს კი არ იცოდა ნინომ, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და... -твитмфринав!-ყოჩაღად მიუგო მასწავლებელს .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ზეპირად ვსვამდი წამლებს,აბა :))
ხო,ან, მჩაგრავდნენ :)) სამაგიეროდ ეხლა მაქვს ლამაზი თმა ;P ზეპირად ვსვამდი წამლებს,აბა :))
ხო,ან, მჩაგრავდნენ :)) სამაგიეროდ ეხლა მაქვს ლამაზი თმა ;P
11. ზეპირად ვსვამდი წამლებს,აბა :))
ხო,ან, მჩაგრავდნენ :)) სამაგიეროდ ეხლა მაქვს ლამაზი თმა ;P ზეპირად ვსვამდი წამლებს,აბა :))
ხო,ან, მჩაგრავდნენ :)) სამაგიეროდ ეხლა მაქვს ლამაზი თმა ;P
10. უი აქაც რა სასაცილოებიააა :) მომეწონა... უი აქაც რა სასაცილოებიააა :) მომეწონა...
9. ვაიმე ჩვენს ლიკაზე ჰყვებით?:D საშაყირო მექნება მაგასთან აწი, ეგ ხოტორია დოდო ეგა:D:D
მოგიკითხეთ :) ვაიმე ჩვენს ლიკაზე ჰყვებით?:D საშაყირო მექნება მაგასთან აწი, ეგ ხოტორია დოდო ეგა:D:D
მოგიკითხეთ :)
8. საყვარლებიი :))) გადახოტრილი ლიკუნაა :-* ზეპირად რომ სვამდა წამლებს!!! :))) :-* საყვარლებიი :))) გადახოტრილი ლიკუნაა :-* ზეპირად რომ სვამდა წამლებს!!! :))) :-*
7. :)))
გაიხარეთ! :)))
გაიხარეთ!
6. სიამოვნებით ჩავიკითხე და არ მეყო:(
განსაკუთრებით მომეწონა მე-4 სიამოვნებით ჩავიკითხე და არ მეყო:(
განსაკუთრებით მომეწონა მე-4
5. ჩემი პატარა გოგო როდის გახდება ოინების-ასაკის-ხელა? :) მშვენიერი ისტორიებია, ვისიამოვნე. +5 ჩემი პატარა გოგო როდის გახდება ოინების-ასაკის-ხელა? :) მშვენიერი ისტორიებია, ვისიამოვნე. +5
4. მსგავსი ჩანართი აქვს "კვირის პალიტრას" და ყოველთვის ხალისით ვკითხულობ. აქაც ვიხალისე. +5 მსგავსი ჩანართი აქვს "კვირის პალიტრას" და ყოველთვის ხალისით ვკითხულობ. აქაც ვიხალისე. +5
2. сол- "ტ" გამორჩენილია
პატარები სასწაულები არიან! :) :) :) сол- "ტ" გამორჩენილია
პატარები სასწაულები არიან! :) :) :)
1. გაიხარეთ! კარგი ნამდვილად. გაიხარეთ! კარგი ნამდვილად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|