ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2011


"ათას წლის შემდეგ"...

რისთვის აღსდექი ყორღანებიდან,
რად ჩამისაფრდი მუხრანს, ყივჩაღო?!
წერას ატანილ მბორგავ ვნებითა
ტუჩს ნაკვერჩხალი რომ გამიჩაღო?!
კაი ყმის ცოლის მწველი წადილით
სისხლი გიდუღდა – ბადაგით შეშლილს,
ხმლებში გავტყორცნე ჩემი მანდილი –
მაინც სიკვდილთან გაითარეშე.
ქმარი მომიკალ, შენც დაილეწე,
მქმენ ქვრივ–ოხერად,მიწა–ტიალად,
ჩემი სიწმინდე გაჰკიდე ბეწვზე,
წავედი, მაგრამ სხვისას კიარა...
... ღამეს მშფოთვარედ ეძინა ქსანზე
ქარი მასხამდა სისხლიან შხეფებს,
ვწყევლე ხოხბობაც, ეს სილამაზეც
და თქმულებებში გადავიჩეხე.
ახლა  ცხრაკლიტულს რომ უმტვრევ ტაძრებს,
ლომის ღმუილით დადაღე ღამე.
მაშინ რაისთვის არ გამიტაცე
და ყაბარდოში არ  გადამმალე?!
რისთვის აღსდექი?! ...დავშთი უგრძნობლად...
რა საავადო შეგყარე ვნება!
ქსნის პირს დამიჭკნა ვარდისფურცლობა
და ახლა აღარ მეპაემნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები