ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა-ახალაია
ჟანრი: იუმორისტული
11 აპრილი, 2011


ნეკროლოგი დემეტრიუსის გარდაცვალებაზედ

                    ,,ვაი, რა ბოძი წაიქცა..."

მხარბეჭიანი ბაბუ,
ჩემი ჭაღარა ზურა,
თურმე დაწვა და... ფა, ფუ,
თურმე სიკვდილი მურავს,

გაწყდა ფანდურის სიმად,
მიბოძეთ ჩემი ყანწი,
ვავა ჩქიმ ქეში ჯიმა,
ვავა მუ ბღოლა ანწი.

მამადავითზე ვრეკე,
დიდი ზარების წყება,
რომ ამოთხაროთ კეკე,
შიგნით ზურია წვება,

ბოლის გიყვარდა გამა,
"ფურკის" ანი და ბანი,
შენს სამარეზე ძამა,
მუდამ იხარებს პლანი.

ხშირად მოვალთ და ნაღმად,
გულზე დაგასხამთ პივას
(არ გვემეტება ნაღდად,
შენთვის ,,რიგალი ჩივას").

ნუ გაგიფითრდა ღაწვი,
ადე ბაბუჯან, წამო,
ვინ გეკაიფოს აწი,
იმპოტენციის გამო?

არ გყავს ფრაუ და მისის,
აღარც დუმა და რადა,
ქე მეისვენებს ,,ისიც",
მაინც გეკიდა ჩვრადა,

შენს პანაშვიდზე მოვალთ,
ვეღარ შემდგარო მუსუს,
გვერდზე მომყვება გროვად,
ბერო, კოსტა და კუსუ,

წევხარ კუბოში კოხტად,
ბაბუ, რად გინდა გვტანჯო,
ვავაააააა, რა კაცი მოკვდა,
ადეეეეეე, შე ჩემის ბლანჯო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს