=7= დედამ ჩურჩხელები ამოავლო, ხარიხაზე ლამაზად გაამწკრივა და პატარა გოგი გააფრთხილა: -იცოდე, უჩემოდ ხელი არ ახლო, თორემ მიგტყეპავ . გოგი შორიდან უყურებდა მაცდურ ჩურჩხელებს ერთი დღე, მეორე, მესამე დღეს კი...იფიქრა, იფიქრა და ყველა ჩურჩხელას კუდი მოაჭამა. -ეს რა გიქნია შე საძაგელო, შენა!-აყვირდა დილით დედა. -რა მოხდა?- საძინებლიდან გამოვარდა მამა. -აი, ნახე შენს ვაჟკაცს რა უქნია? არა და ,გავაფრთხილე, ხელი არ ახლო-მეთქი. -მე ხელი არ მიხლია დედიკო , გეფიცებიიიიიიი- ასლუკუნდა გოგი. -ხელი არც უხლია, პირზე ხომ არაფერი გითქვამს- ახარხარდა მამა. გაბრაზებულ დედასაც გაეცინა, პატარა გოგი კი მიტყეპვას გადაურჩა. =8= თამაშში გართულ ნინიკოს ხირად ფისი გაეპარებოდა ხოლმე, რაზედაც დედა სულ უწყრებოდა. -არა გრცხვენია? ამხელა გოგო ხარ და იფსამ, ფუ! ნინოს სწყინდა, მაგრამ დამნაავე იყო და...ხმას ვერ იღებდა. იმ დღესაც ასე მოხდა და შერცხვენილი გოგონა სველი კალგოტკით დაბრუნდა სახლში. -ისევ ჩაიფსი , ხომ?-გაუწყრა დედა. -არა, დავრბოდი და გავვოფლიანდი– იხტიბარი არ გაიტეხა ნინომ. -კი , მაგრამ მარტო ფეხები გაგიოფლიანდა?-გაბრაზდა დედა. -მე ხომ ფეხებით დავრბოდი?-გაიკვირვა ნინიკომ. =9= ლევანი და ლიკა დედამ სათამაოდ გაუშვა ,თან საათი გაატანა:"ახლა ორია, ოთხზე აქ იყავითო". ბავშვები გაერთნენ და როცა გაახსენდათ...უკვე ხუთი ხდებოდა. -დედიკო გვცემს...-ასლუკუნდა ლევანი. -მოდი, ისრები გადავაყენოთ და დედას ვაჩვენოთ რომ ჩვენთან ოთხია-მოიფიქრა ყაჩაღანა ლიკამ. ისრები მართლაც გადააყენეს, მაგრამ...დედამ ორივე მაინც მიტყეპა არა დაგვიანებისთვის, არამედ მოტყუებისთვის. =10= პატარა ნიკა ახლობლებს ორად ყოფდა, ისინი, ვინც სურვილებს უსრულებდნენ, ეთამაშებოდნენ "დულში"უყვარდა, დანარჩენები კი"ტაკოში"."დულში"მყოფთა შორის განსაკუთრებული ადგილი ბებოს ეჭირა, მაგრამ ერთ დღეს ნიკა ბებოზე გაბრაზდა. კუთხეში მიდგა და ცრემლების ყლაპვით დაუძახა; -ბებო! ბელილი(ე.ი.დებილიო), ბებო აქა!- თან პატარა ხელს ტაკუნაზე იტყაპუნებდა. თავისი აზრით ბებოს სამაგიერო გადაუხადა. =11= ერთხელ ბებოს ხელსაწმენდი ქაღალდი შემოაკლდა და ოჯახურ სადილზე ტუალეტის ქაღალდი გამოიყენა სანაცვლოდ. -ბებო,ესა ტაკუ! ! - შეიცხადა პატარა ნიკამ. =12= პატარა ნიკა თბილი ბიჭი იყო და თითქმის ყველა ახლობელი გულში უყვარდა. -დედიკო სად გიყვარს ნიკა?- ჰკითხა ბაბუამ. -დულში. -მამიკო? -დულში. -დეიდა? -დულში. -ბებო? აქ პატარა შეყოყმანდა, გაახსენდა, გუშინ ბებო რომ გაუწყრა და... -მეტი დული ალ ალიიი -ხელები გაშალა ნიკამ. =13= პატარა თეკლეს ყველანი თავზე ევლებიან და ისიც იფერებს ამას. -თეკლე, ჩემი სიცოცხლე ვინ არის?-ეკითხება მამა. -თეკუ. -ჩემი სიხარული? -თეკუ. -ჩემი ლამაზი გოგო? -თეკუ. -ჩემი ჭკვიანი? -თეკუ. -ჩემი კარგი გოგო? -თეკუ. -ჩემი ცუდი გოგო? -დედა.- არ დაიბნა პატარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მოგიკითხეთ ქალბატონო მანანა,გკითხულობთ,მოგყვებით,კომენტარს ვერ გაშველებთ დროულად თუარაა...:)
მოგიკითხეთ ქალბატონო მანანა,გკითხულობთ,მოგყვებით,კომენტარს ვერ გაშველებთ დროულად თუარაა...:)
10. მეტი დული ალ ალიიი -მახსოვ,მახსოვს :) :)
მეტი დული ალ ალიიი -მახსოვ,მახსოვს :) :)
9. ლევანი და ლიკა დედამ სათამაოდ გაუშვა ,თან საათი გაატანა:"ახლა ორია, ოთხზე აქ იყავითო". ბავშვები გაერთნენ და როცა გაახსენდათ...უკვე ხუთი ხდებოდა. -დედიკო გვცემს...-ასლუკუნდა ლევანი. -მოდი, ისრები გადავაყენოთ და დედას ვაჩვენოთ რომ ჩვენთან ოთხია-მოიფიქრა ყაჩაღანა ლიკამ. ისრები მართლაც გადააყენეს, მაგრამ...დედამ ორივე მაინც მიტყეპა არა დაგვიანებისთვის, არამედ მოტყუებისთვის ლევანი და ლიკა დედამ სათამაოდ გაუშვა ,თან საათი გაატანა:"ახლა ორია, ოთხზე აქ იყავითო". ბავშვები გაერთნენ და როცა გაახსენდათ...უკვე ხუთი ხდებოდა. -დედიკო გვცემს...-ასლუკუნდა ლევანი. -მოდი, ისრები გადავაყენოთ და დედას ვაჩვენოთ რომ ჩვენთან ოთხია-მოიფიქრა ყაჩაღანა ლიკამ. ისრები მართლაც გადააყენეს, მაგრამ...დედამ ორივე მაინც მიტყეპა არა დაგვიანებისთვის, არამედ მოტყუებისთვის
8. საყვარელი პატარები! :) მაგრამ... რა ამბავია ამდენი ცემა-ტყეპა... "ფეხებგაოფლილი" ნინიკოც შემეცოდა :( საყვარელი პატარები! :) მაგრამ... რა ამბავია ამდენი ცემა-ტყეპა... "ფეხებგაოფლილი" ნინიკოც შემეცოდა :(
7. -ჩემი ცუდი გოგო? -დედა.- არ დაიბნა პატარა. :D რა გონიერი ბავშვები მოდიაან :))) :-* -ჩემი ცუდი გოგო? -დედა.- არ დაიბნა პატარა. :D რა გონიერი ბავშვები მოდიაან :))) :-*
6. სახალისოა ძალიან... ;) სახალისოა ძალიან... ;)
5. გმადლობთ საყვარლებო :) გმადლობთ საყვარლებო :)
4. აქაურობა ბავშვობაში მაბრუნებს. :) იმიტომაც მიყვარს ამ ოთახში შემოჭყიტება... :)
"-ჩემი ცუდი გოგო? -დედა.- არ დაიბნა პატარა." - :D საყვარელი პატარა... :-* აქაურობა ბავშვობაში მაბრუნებს. :) იმიტომაც მიყვარს ამ ოთახში შემოჭყიტება... :)
"-ჩემი ცუდი გოგო? -დედა.- არ დაიბნა პატარა." - :D საყვარელი პატარა... :-*
3. ოჰო! ნიკა რა პრინციპული იზრდება:)(თუ?)
აქ პატარა შეყოყმანდა, გაახსენდა, გუშინ ბებო რომ გაუწყრა და... -მეტი დული ალ ალიიი -ხელები გაშალა ნიკამ. ოჰო! ნიკა რა პრინციპული იზრდება:)(თუ?)
აქ პატარა შეყოყმანდა, გაახსენდა, გუშინ ბებო რომ გაუწყრა და... -მეტი დული ალ ალიიი -ხელები გაშალა ნიკამ.
2. მეც მოვაჭამე ყველა ჩურჩხელას კუდები... და ბებიამ მიმტყიპა... ჩემი დეიდაშვილებისთვის უნდა გაეტანებინა და უკუდოები ვეღარ მისცა სირცხვილით.... არადა რა გემრიელი კუდები იყოოოოოოოო :) მეც მოვაჭამე ყველა ჩურჩხელას კუდები... და ბებიამ მიმტყიპა... ჩემი დეიდაშვილებისთვის უნდა გაეტანებინა და უკუდოები ვეღარ მისცა სირცხვილით.... არადა რა გემრიელი კუდები იყოოოოოოოო :)
1. სახალისო...:) სახალისო...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|