ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


ვირტუალური სიახლოვე

სულერთია,
სულერთია,
სულერთია ,დღეს საიდან უბერავს ქარი,
ავტობუსები მაინც მოძრაობენ მაგიურ წრეზე...
მიკროფიჭურმა ანტენებმა შეაშფოთეს ჩვენი ტელეფონები,
ჰო.....
შენ შორს ხარ ,
მაგრამ მაინც გულთან ხარ ახლოს,
რას  ასხივებენ  ანტენები, ჩემს და შენს შორის ?.....
ჩვენ ვიცით მხოლოდ.....

ვიცით, სამყარო
არ შეიცვალა,
ფიქრები ,როგორც ავტობუსები,
ბრუნავენ ისევ მაგიურ წრეზე !..
სადა ხარ  ახლა ?
იქნებ ხელიც ჩაგკიდო ხელზე,
ჰო .....  და იქნებ გაკოცო კიდეც,
ანდა მეტიც....
გავიგოთ მერე  ,რად აწყვია ,
ჯვრისწერის ყალბი მოწმობები
საეკლესიო მაღაზიის ფართო დახლებზე....

სულ არაფერი შეცვლილა ,ხედავ ?.....
ავტობუსები ისევ მოძრაობენ მაგიურ წრეზე,
სულერთია...
სულერთია...
სულერთია ...
დღეს საიდან უბერავს ქარი,
მიკროფიჭურმა ანტენებმა ისევ დაგვაკავშირეს,
ვირტუალური სიახლოვის საუკუნეში......




17.04.2011. სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები