ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
17 აპრილი, 2011


მხიარული ისტორიები (ნაწ. მესამე)

= 14 =
ნიკო და  დედა პარკში სეირნობდნენ. ნიკომ დაინახა ლამაზად ჩაცმული პატარა გოგონები თამაშობდნენ.
-დედი, ვიყიდოთ რა ლამაზი გოგო – ჩამოქაჩა სახელოზე დედას – დაიკო მინდა.
-ვიყიდოთ – დაეთანხმა დედა.
ცოტა გაიარეს და პატარა ბიჭუნა დაინახეს, რომელიც ბაჯბაჯით მისდევდა ლეკვს.
-დე, ბიჭი ვიყიდოთ რა, ძამიკო მინდა...
-ვერ გავიგე ნიკო, გოგო ვიყიდოთ თუ ბიჭი?- გაეცინა დედას.
ნიკო ჩაფიქრდა და...
-ორივე ვიყიდოთ დედი! – გამოსავალი იპოვა მან.
=15=
ბებო აბიტურიენტს ამეცადინებდა. თეკლე იქვე სამთვალიან ველოსიპედს დაახრიგინებდა.
-თეკლე, გადი, ბებო, მეორე ოთახში, ხელს მიშლი-თხოვა ბებომ.
თეკლემ დაუჯერა, გავიდა მეორე ოთახში და მოწყენილი კუთხეში დაჯდა.
-რა იყო თეკუნა, რატომ გამოხვედი?-კითხა დედამ.
-იქ ბებოს ხელებს ვუშლი- ნაღვლიანად მიუგო თეკლემ.
=16=
ბებო მაღაზიაში შევიდა თეკლესთან ერთად.
ნაცნობმა გამყიდველმა პატარას ჯოხიანი, საწუწნი კანფეტი მიაწოდა.
-რა უნდა უთხრა უთხრა ბებო? – შეახსენა ბებომ.
პატარამ გამყიდველს შეხედა და
-არის?-იკითხა
-რა თქვა?-დაინტერესდა ქალი
-მარისო, გეკითხება. დაიკოზე ზრუნავს- გაეცინა ბებოს.
-უი, ჯერ არ მინახავს ასე პატარა დაზე ფიქრობდეს- გაიკვირვა გამყიდველმა და თეკლეს კიდევ სამი კანფეტიაჩუქა.
-რადგან ასეთი კარგი გოგო ხარ, ამიტომ ორი შენ, ორი შენს მარის- მიესიყვარულა ქალი.
-დიდი მადოვო- გაუღიმა კმაყოფილმა თეკლემ.
=17=
მარი ბებოს კალთაში მოკალათებული უსმენდა ზღაპარს.
-დედა და შვილები დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ-დაამთავრა ბებომ მოყოლა.
-ბებო, შენ ვისი დედიკო ხარ?- კითხა მარიმ.
-არ იცი განა? აბა, ჩამოთვალე.
-ჩემი მამიკოსი, ლია მამუსი და ლელა მამუსი- ჩამოთვალა პატარამ.
-ხომ გცოდნია, რაღაზე მკითხე?
-აბა, ჩემი დედიკო “დედას” რატომ გიძახის?- დაინტერესდა მარი.
= 18 =
ბებო ძროხას წველის. თეკლე და მარი იქვე ჩაცუცქულან.
-ბებო, რატომ აქვს ჩვენს “თეთრას” დიდი მუცელი?- იკითხა თეკლემ
-მუცელში ხბო უზის და იმიტომ - მიუგო ბებომ.
-იმ ხბოს თავი აქვს?- დაინტერესდა თეკლე.
-აქვს.
-პირი?
-პირიც.
-ყურები?
-ყურებიც.
-ფეხები?
-ფეხებიც.
-ფეხები რად უნდა? მუცელში სად უნდა იაროს?-
გაიკვირვა აქამდე ჩუმად მყოფმა მარიმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები