ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2011


მე 21 წლისა ვარ, ის კი მხოლოდ 17–ს (ნაწ. პირველი)

                                                                  ***          ***
რაიონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი  საკმაოდ ახალგაზრდა, მკაცრი შესახედაობის ქალბატონი აღმოჩნდა. ჩემი განცხადება (მომეჩვენა, რომ უგულისყუროდ) წაიკითხა, შემომხედა, ამათვალ-ჩამათვალიერა და..
-მხოლოდ სოფელ ბჟალარაშია ქიმიკოსის ადგილი. კარგი კოლექტივია, კონტიგენტი მცირე რიცხოვანია, მაგრამ ხელფასზე ეს არ იმოქმედებს.
-იცით...მე რაიონის ცენტრში მინდოდა...
-ქალიშვილო, რაიონის ცენტრში ოთხი სკოლაა და ცამეტი ქიმიკოსი,-მკაცრად მიპასუხა მან-თუ არ გინდათ, კი არ გაძალებთ. სამსახურის შოვნა არც ისე ადვილია. ბჟალარა  ცენტრს ხუთი კილომეტრითაა დაშორებული, ტრანსპორტი  კარგი გრაფიკით დადის. ჯერ იქ იმუშავეთ, მერე ვნახოთ- ცოტა ტონი შეარბილა მან.
"ჯანდაბას, წავალ. თუ არ მომეწონა, ხომ ვერ დამაბამენ?"გავიფიქრე.
-კარგით, წავალ.
მან განცხადებას რეზოლუცია დაადო და მითხრა, რომ ერთი კვირის მერე დირექტორთან გამოვცხადებულიყავი.
იმედგაცრუებული და ნაწყენი გამოვედი კაბინეტიდან .მოსაცდელში გავიგე, რომ ის ქალბატონი გაუთხოვარი იყო (პოტენციური  შინაბერა) და მისი აგრესიაც ამას მივაწერე. მე ხომ, ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლის, ლამაზი გოგო ვიყავი.
მალე გაირბინა ერთმა კვირამ. დილით ადრე წავედი  სოფელში.  დირექტორი ადგილზე დამხვდა. ძალიან თბილად მიმიღო. მასწავლებლებიც მოგროვდნან. ჩემი ნახვა ყველას გაუხარდა(ასე გამოხატეს). სასწავლომ(მოადგილემ სასწავლო აღმზრდელობით დარგში) ქიმიის კაბინეტი გამიღო. საკმაოდ მდიდარი, მაგრამ  მოუვლელი კაბინეტი ჰქონიათ.
-ხვალ  რამდენიმე უფროსკლასელს დაგახმარებთ,კაბინეტი წესრიგში მოიყვანეთ-მითხრა მან.
"თქვენ რა, არ    შეგეძლოთ მიგეხედათ?  სანაგვე ყუთად მაინც არ გექციათ აქაურობა?"-გავიფიქრე გულში, მაგრამ მას გავუღიმე
-ძალიან დამავალებთ.
მეორე დღეს თითქმის  მთელი  მეთორმეტე კლასი დამხვდა სკოლაში. ეტყობა ჩემმა პიროვნებამ დააინტერესა ისინი(თბილისელი,ახალგაზრდა, ლამაზი, მოდის მიმდევარი...არა, თავს კი არ ვიქებ, მაგრამ...ასეა და...).
კაბინეტი დავაწკრიალეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ. უფრო ზუსტად , მე მხოლოდ მითითებებს ვიძლეოდი, ყველაფერს ისინი აკეთებდნენ. როცა მოვრჩით, ჩამოვსხედით (ჩვეულებისამებრ, კინაღამ მაგიდაზე შემოვსკუპდი. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი...).
-ქიმია გიყვართ?-ვკითხე მათ.
გოგონები  შეიშმუშნენ, ერთმანეთს გადახედეს. ბიჭებმა მხრები აიჩეჩეს.
-იცით, თემო  სწავლობდა კარგად-თქვა ლელამ.
-აბა, თემო?-მივაჩერდი ბიჭებს. მგონი თემოთი არავინ გამცნობია.
-ის ჯერ არ ჩამოსულა,ზღვაზე ისვენებს-მითხრა ბესომ.
-აა,  კიდევ კარგი, ერთი მაინც თუ სწავლობდა-გამეცინა მე.
-არა,მასწ, (მასწ! მეუცხოვა) ჩვენც ვსწავლობდით, მაგრამ...-დარცხვენით მითხრა ნათიამ
-ხანდახან, უფრო ნიშნისთვის-დაასრულა ნინომ.
-წელს ვისწავლით-დამაიმედა მარიმ.
-თქვენი ხათრით-ეშმაკურად გამიღიმა რატიმ.
გამეცინა.
-იმედია. დიდი მადლობა დახმარებისთვის-დავემშვიდობე მე.

თითქოს მივეჩვიე კოლექტივს. სოფელიც ლამაზია. დირექტორმა თავისთან დარჩენაც კი შემომთავაზა, მაგრამ დეიდაჩემმა (რაიონის ცენტრში ცხოვრობს), ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
-არ ინერვიულო, აქედან ვივლი-დავაიმედე მე.
აი,  ხვალ სკოლა იწყება და პირველი გაკვეთილი მეთორმეტეში მაქვს...
                                                                          ###            ###
ხვალ  სკოლა იწყება. მეთორმეტეში ვარ. ამ ცხრა თვეს როგორმე გადავიტან და მერე ჰერი,თბილისისკენ. რომ ვერ ჩავაბარო? ჩავაბარებ! აქამდეც ხომ კარგად  ვსწავლობდი, უფრო მოვინდომებ. რა ჩავიცვა ხვალ? ბექამ:" ფორმა  შემოაქვს ახალ დირექტორსო." ჰმ! მე და ფორმა? ეჰ, თემო, ცუდადაა  საქმე, რას ვიზამ...ხვალ მაინც ჩავიცმევ ჩემს  "შმოტკებს ".ხვალ არაფერს მეტყვიან, მერე  შევიკერავ მეც ფორმას. ჰო, გივიკომ–" ქიმიის ახალი მასწავლებელი ჩამოვიდა, ისეთი გოგოა... მაგარიო. ვნახო ერთი. ცოდნა როგორი აქვს ის  თქვი, თან ეგ ოხერი ქიმიაც ჩასაბარებელი რომ მაქვს .

                                                                      ***            ***
როგორც იქნა, გათენდა. თითქოს არ ვნერვიულობ, მაგრამ გული მაინც მიფანცქალებს. პირველი დღე, პირველი გაკვეთილი და ისიც მეთორმეტეში. კარგები ჩანან, არა მგონია გამიჭირდეს მათთან.რა ჩავიცვა? უჰ, ჩამორჩენილი პროვინცია! აბა, რა დავარქვა? სასწავლომ, შარვლიანი მასწავლებელი არაო.მე კი, დიდად არ მიყვარს კაბა. რაც მაქვს , ყველა"მინია".ჰე, ადექი ახლა ქალბატონო თამარ( მეუცხოვება თამარ!ისე კარგად ჟღერს.თათო,თაკო,თათუნას ჯობია), ჩაიცვი.
როგორც იქნა ავარჩიე. თეთრი,შავწინწკლებიანი კოფთა, შავი ქვედა. მაღალქუსლიანი  შავი ფეხსაცმელი, გიშრის  სამკაულები. დიდი, შავსამაჯურიანი თეთრი  საათი, მობილური, ლაკის ხელჩანთა და მორჩა. თმები უბრალოდ გადავივარცხნე (აბა,ჩემი ხვეული თმების ნორმალურად დავარცხნას ნახევარი    საათი მაინც უნდა და მერე ყვავის ბუდესავით დამადგება თავზე), წამწამები  შევიღებე და დეიდამაც შემოიხედა.
-თათო, საუზმე მზადაა.  არ დაგაგვიანდეს .
-არ მინდა რა, დეიდა.
-აჰ, არ გამაგონო! გასახდომად ჩამოხვედი აქ?
ვიცოდი, დეიდას თავს ვერ დავაღწევდი და საჩქაროდ  შევჭამე ორი ნაჭერი ხაჭაპური დავაყოლე კაკაო და ავტოსადგურისკენ გავემართე(მალე მანქანას მიყიდის მამა). მშვენიერი ამინდია .მზიანი დილა, სუფთა ჰაერი,დიდ ქალაქთან  შედარებით  სიჩუმე,  სისუფთავე...მიხარია, რომ აქეთ წამოვედი.  გზაზე ბავშვთა სიმრავლეა.
ავტობუსი  სკოლას უახლოვდება. აი, მოვედით.
                                                    ###        ###
    "აი, ქიმიაც მოვიდა"-მითხრა ნიკამ. მივიხედე. ეზოში მართლაც ლამაზი, კოხტად ჩაცმული, გოგო  შემოდიოდა. სულ არ ეტყობა ასაკი. ჩვენს კლასში, მერხთან რომ დასვა, არავინ იტყვის,მოსწავლე არააო. თანამედროვე გოგო ჩანს. ჩაცმის  სტილი, სიარული...
    -მოგეწონა?-მკითხა ბექამ.
    -მაგარია- ცერა თითი შევმართე მე- თავში რა უყრია ნეტავ?
    -ვნახავთ, ოც წუთში ზარი დაირეკება-თვალი ჩამიკრა იკამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები