ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2008


არ გამაღვიძოთ დილაზე ადრე

არ გამაღვიძოთ დილაზე ადრე
უსიამოვნო ხელის შეხებით,
თვითმკვლელობაა ცისკარზე ავდგე,
თუ დასაფიცარს ვეღარ შევხვდები.
არ გამაღვიძოთ დილაზე ადრე,
არ შემიწყვიტოთ სიზმართა თქეში,
ნუღარ გადამხდით ძაძებს და ჩადრებს,
ნუ დამაბრუნებთ სინამდვილეში.
არ გამაღვიძოთ, დაე მეძინოს,
ნუ შემახვედრებთ მიწიურ ავდრებს,
ნუ დამაძალებთ მომწამლავ ღვინოს,
ნუ გამაღვიძებთ დილაზე ადრე.
არ გამახსენოთ ჩემი სახელი...
არ დამათიოთ დილა ცრემლებით,
დაე მძინარე, ძილშივე ჩავქრე,
არ ამიჩქამდეთ, შემოგევლებით
არ გამაღვიძოთ დილაზე ადრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები