ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2011


უფერული ლექსი

ყველაფერი სულერთია, უფერული, უსახო,
გულგრილობამ ჩამოიხსნა გამჭვირვალე ნიღაბი,
მინდა ისევ შემართებით ჩემ თავს შემოვუძახო,
სული სხეულს აცდენილი სხეულს შევუდუღაბო.

დავიღალე, ვერაფერი მოვუხერხე ქაოსებს,
ჯიუტი ვარ, ვერ მოვირგე ვარდისფერი სათვალე,
ჩემს სახეზე ხელოვნური ღიმილი ნუ გაოცებს,
მატყუარა მიმიკები გულწრფელობად ჩათვალე.

ახალი დღის სამსხვერპლოზე ღიმილს ვწირავ აისებს,
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დაისამდე გადავრჩე,
ბედისწერის გაკვეთილი მე ვერ გავითავისე,_
მოთმინებით ველოდები დაუნდობელ განაჩენს.

სული სხეულს აცდენილი იმედს შევუდუღაბე,_
იქნებ მოხდეს სასწაული, ლექსად გარდავისახო!
გულგრილობამ ჩამოიხსნა გამჭვირვალე ნიღაბი,
ყველაფერი სულერთია, უფერული, უსახო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები