ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2011


კოცნა

  გაგიცანი,
  დავლიე-თ,
  ლექსები არეულად მიმოვყარეთ ხალიჩაზე...
  -წამო ორსულ ღამეს დავეხმაროთ ალიონი გააჩინოს, შენ ხომ ექიმი ხარ...
  ხელთათმანებად სითბო ჩაიცვი, ხალათად - მე...
  -ღრმად ისუნთქე! აი, ასე! - მაგალითს აძლევ ღამეს და ფილტვებგავსებული პეშვებში მოქცეულ ჩემს გაყინულ თითებს უბერავ სულს...
  გამითბა თითები...
  გაოფლილი ღამე უკანასკნელი ძალებით გაიჭინთა და...
  დაგვაგანთიადდა...
  -მცივა!
  ჩამეცვი
  შარფად მომახვიე ტუჩის კუთხესთან შენი ვარდისფერი ტუჩები ( შენებურად - ბაგე)
  შარფს სასმლის გემო აქვს და მე კიდევ ერთ სასმისს ვცლი...
  მერე კიდევ და...
  -კოცნა არ იციო... უნდა გასწავლოო... - და მე ვხვდები: რაც მე შარფის შემოხვევა მგონია, შენთვის კოცნაა (პოეტურად - ამბორი)
  მე რომ შენ არ მიყვარხარ?!
  არც შენ...
  მე დღეს გაგიცანი,
  ჩვენ მხოლოდ ერთხელ; დავეხმარეთ ღამეს მშობიარობაში...
  -რა ჰქვია კოცნას გრძნობების გარეშე?
  -სიძვა - მპასუხობ შენ დაუფარავად და...
  -ვინ ვარ მე???
  -...
  შენ დუმხარ და ვიცი, არც მიპასუხებ, რადგან პასუხი ცუდად ირითმება... შენ არ გიყვარს  "ო-ი" ხმოვნებზე გარითმვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები