სამეგრელოში ძველად სტუმრად თუ მოხვდებოდი, გაიხარებდა მასპინძელი გულით ნამდვილად, მასთან არ ჭრიდა:"მეჩქარება, შემოგირბინეთ" მისგან თავს ვეღარ დააღწევდი ეგრე ადვილად.
და ატყდებოდა ფაციფუცი ხალისიანი, დაკლავდნენ ქათამს, მალე ღომიც ფრუტუნს იწყებდა, სახაჭაპურე ცომს მოზელდა ოჯახის ქალი, სტუმრის საამოდ მასპინძელი ნარდში აგებდა.
გაიშლებოდა თბილ ბუხართან სუფრა მეფური, შებრაწულ ქათამს, სულგუნს ღომი მოუხდებოდა, გადინაცვლებდა ხაჭაპური კეციდან თეფშზე, ჰოდა, მოყვასის მოფერების ჟამი დგებოდა
და ჩადიოდა თასში ღვინო ღვთიურ რაკრაკით, ცხელ–ცხელად ელარჯს*მოგართმევდნენ დესერტად მალე, ტკბილ მუსაიფში, ახალ–ახალ სადღეგრძელოში, მოუწვევ სტუმრად დადგებოდა კარებთან ღამე. ....................................... მერე ქათმები შეიწირა "ფრინველის გრიპმა," "ღორის გრიპს" ვეღარ გადაურჩა ღორი და გოჭი, ტყე გაიკაფა, საძოვრები ამოიღობა, ათასში ერთხელ გვეღირსება სულგუნი ნორჩი.
ტრადიციულად გაიხარებს ოჯახი გულით ახლაც კი,სტუმრად თუ მოხვდები სამეგრელოში, –ახლავე ყავას მოგიდუღებთ–გეტყვიან თბილად, –აქეთ მობრძანდით და დაბრძანდით ცაცხვის ჩეროში.
ყავა –თურქული,ტკბილეულიც თურქული ალბათ, მხოლოდ შეხვედრა,მოფერება დარჩა მეგრული, მოგვიანებით შეიწვება "აკარაჩკები" და გაკეთდება ღომი, ფქვილით ამერიკულით.
*ელარჯი–ცხელ ღომში გადაზელილი სასულგუნე ყველი **აკარაჩკა–ქათმის გაყინული ბარკლები
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. :)) :)) :)) :)) :)) :))
9. უუფ, ღირს შენთან სტუმრობა, თუნდაც ვირტუალურად... A დამკვირვებლის სტატუსით! :)))) გაიხარე, მანანა! :))) უუფ, ღირს შენთან სტუმრობა, თუნდაც ვირტუალურად... A დამკვირვებლის სტატუსით! :)))) გაიხარე, მანანა! :)))
8. კი არის სასაცილო აქ ზოგი რამ, სატირალი რომ არ იყოს... მოგიკითხე მანან! გადაეცი მოკითხვა ჩემგან გიას!
კი არის სასაცილო აქ ზოგი რამ, სატირალი რომ არ იყოს... მოგიკითხე მანან! გადაეცი მოკითხვა ჩემგან გიას!
7. არ მელოდი?:)) როგორ ხარ ნეტა? კარგი გამართული ლექსი და უძალიანმაგრესი ადამიანი დამხვდა აქ:* მენატრები , მაილზე აღარ მწერ მე ხომ აქ არ ვარ ხოლმე, ვერ ვარ პმ ში მომწერე მოგეფერე
არ მელოდი?:)) როგორ ხარ ნეტა? კარგი გამართული ლექსი და უძალიანმაგრესი ადამიანი დამხვდა აქ:* მენატრები , მაილზე აღარ მწერ მე ხომ აქ არ ვარ ხოლმე, ვერ ვარ პმ ში მომწერე მოგეფერე
6. ნორჩი სულგუნი მომეწონა:)) მოგიკითხეთ. საინტერესოდ ჩამეკითხა სტროფები. ცოტა სატირულიცაა, მგონი.
ნორჩი სულგუნი მომეწონა:)) მოგიკითხეთ. საინტერესოდ ჩამეკითხა სტროფები. ცოტა სატირულიცაა, მგონი.
5. თაკა ... :)
ელარჯი მომინდა... :) თაკა ... :)
ელარჯი მომინდა... :)
4. ვერ დაგეთანხმებით....ჩვენ ძველებურად ოჯახის ქათმითა და ელარჯით ვუმასპინძლდებით სტუმრებს.... და საბედნიეროდ ასე იქცევა უმრავლესობა ...
ლექსი მშვენიერია...ვიხალისე...:) ვერ დაგეთანხმებით....ჩვენ ძველებურად ოჯახის ქათმითა და ელარჯით ვუმასპინძლდებით სტუმრებს.... და საბედნიეროდ ასე იქცევა უმრავლესობა ...
ლექსი მშვენიერია...ვიხალისე...:)
3. აუუ, თავიდა რა "გემრიელად" ვკითხულობდი... ჟანრიც კი შეცდომად მივიჩნიე და... "ტრადიციულად გაიხარებს ოჯახი გულით ახლაც კი,სტუმრად თუ მოხვდები სამეგრელოში, –ახლავე ყავას მოგიდუღებთ–გეტყვიან თბილად, –აქეთ მობრძანდით და დაბრძანდით ცაცხვის ჩეროში." :)) :)) აუუუ, მაგრად ვიცინე და მომშივდააააა :))
+5 აუუ, თავიდა რა "გემრიელად" ვკითხულობდი... ჟანრიც კი შეცდომად მივიჩნიე და... "ტრადიციულად გაიხარებს ოჯახი გულით ახლაც კი,სტუმრად თუ მოხვდები სამეგრელოში, –ახლავე ყავას მოგიდუღებთ–გეტყვიან თბილად, –აქეთ მობრძანდით და დაბრძანდით ცაცხვის ჩეროში." :)) :)) აუუუ, მაგრად ვიცინე და მომშივდააააა :))
+5
2. :)))))))) ბათუ დანელიას ლექსი ''სამეგრელოში'' გამახსენდა ახლა:
''მე დავიბადე სამეგრელოში'' ასე იწყება. ;) :)
მოკითხვა სამეგრელოს... ;;)
ჯგირ პოეტ რექ, მანანა! ;) ;) ;) გეხარი! ირო ორდა, ჯგირო ორდა! :) :)))))))) ბათუ დანელიას ლექსი ``სამეგრელოში`` გამახსენდა ახლა:
``მე დავიბადე სამეგრელოში`` ასე იწყება. ;) :)
მოკითხვა სამეგრელოს... ;;)
ჯგირ პოეტ რექ, მანანა! ;) ;) ;) გეხარი! ირო ორდა, ჯგირო ორდა! :)
1. მოუწვევ სტუმრად დადგებოდა კარებთან ღამე. – აი ეს კარგი ბწკარია თუმცა მოუწვევი რამდენად სწორი ფორმაა არვიცი,მაგრამ მთლიანი ლექსის ფონზე ის ბწკარი კარგია.. დანარჩენი არ მომწონს..
მოუწვევ სტუმრად დადგებოდა კარებთან ღამე. – აი ეს კარგი ბწკარია თუმცა მოუწვევი რამდენად სწორი ფორმაა არვიცი,მაგრამ მთლიანი ლექსის ფონზე ის ბწკარი კარგია.. დანარჩენი არ მომწონს..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|