ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
6 მაისი, 2011


თხამ აჯობა

 
თაკო,იცი?ჩვენმა თხამ
თეთრმა, წვერებცანცარამ,
დღეს თიკანი მოიგო–
ბებომ ასე მახარა.

გავიქეცი იმ წამსვე,
რომ თიკანი მენახა ,
ცოტას მოვფერებოდი...
მირქენდა მე,ნეტავ თხა?

მივირბინე. პატარა,
იცით როგორ დახტოდა?
მსურდა მისი დაჭერა,
ვერ შევძელი მარტოკამ.

აი, ჩემი ძამიკო,
არის უკვე ათი თვის,
ხტომას ვინღა მოითხოვს,
დაბაჯბაჯებს ჯერ ის ძლივს.

საოცარი არაა,
კაცს თხამ როგორ აჯობა?
არ სჭირდება სხვებისგან
უკან დევნა, გართობა.

ჭამა, ხტომა, სირბილი,
შეისწავლა თავისით,
ასეთ ჭკვიანს ერთს არა,
ცხრას მოვუვლი ხალისით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები