ეძღვნება ჩემი მარიშას ნათელ ხსოვნას * * * ,,წიგნის კითხვის გამავრცელებელი და ფსევდოგლობალიზაციის მოწინააღმდეგე სულიერ ფასეულობათა დამცველი უკანასკნელი მოჰიკანების საზოგადოება” მკაცრად გაფრთხილებთ: თავს ნუ შეიწუხებთ მოთხრობაში (ამ საზოგადოების დასახელების გამოკლებით) ნურც ბარბარიზმებზე მიმანიშნებელი ბრჭყალების ძებნით (ყველანაირი ბარბარიზმი უკვე დიდი ხანია ძარღვიანი ქართული სიტყვის განუყოფელი ნაწილი გახდა) და ნურც ბარბაროსულად გამოუჩენთ ბრჭყალებს ამ მოთხრობის გაკადნიერებულ ავტორს (მაინც ვერაფერს შეასმენთ) !!! უსასრულო მოლოდინის მორიგი დილა გამითენდა. თვალები ჯერ წესიერად გახელილიც არ მქონდა, რომ უკვე ფეხშიშველა მივბანცალებდი სამზარეულოსკენ, წინა ღამის უძილო და ნამთვრალევი. ნაბახუსევზე (ანუ პახმელიაზე) იატაკის სიგრილე სასიამოვნო ჟრჟოლას მგვრიდა. ფინჯანი ყავა ეხლა მისწრება იყო ჩემთვის. სადუღი გაზქურაზე შემოვდგი და ოთახში თვალები მოვაფათურე, - სიგარეტს ვეძებდი. გასული ღამე ფინჯანში ჩამოსხმული ყავის არომატსა და პირველი ნაფაზის კვამლთან ერთად ამომიტივტივდა გონებაში. ისევ უშედეგოდ ვეძებდი მთელი დღე. რამდენი არ ვაცეცე თვალები აქეთ-იქეთ, რამდენი არ ვატრიალე კისერი ბუსავით, მაინც ვერსად ვიპოვე. და ასე გრძელდება უკვე სამი წელიწადია: ყოველ დღე გამოვდივარ სახლიდან; წვიმაში, ქარში, თოვლში, ყინვაში, ნისლში, სიცხეში ვეძებ; არ ვუშინდები არაფერს, ვიტან ყველაფერს; დავბოდიალობ ტყეში, ღრეში, მინდორში, ველში, ქალაქში, სოფელში, მთასა თუ ბარში, მაგრამ მაინც ვერსად ვპოულობ. მორიგი უშედეგო ძებნის შემდეგ რომელიღაც კაფეში შევუხვიე და ბნელ კუთხეში განთავსებულ მაგიდას მივუჯექი. ოფიციანტი უხალისოდ წამოვიდა ჩემკენ, გაღიზიანებული თვალებით შემომხედა და მაგიდაზე მენიუ დამიგდო, მერე რაღაც ჩაილაპარაკა ცალყბად და ზურგი მაქცია; არც კი დამაცადა გამოლაპარაკება, - მე ხომ მენიუში ყურყუტის და რაიმე განსაკუთრებულის შეკვეთის თავი (არც ფული) არ მქონდა, ერთი ჭიქა რაიმე მაგარის გადაკვრა მინდოდა უბრალოდ. მას შემდეგ, რაც შევეგუე აზრს, რომ ოფიციანტი (სულ ცოტა) უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში მაინც თავის დიდმნიშვნელოვან არსებობას აღარ შემახსენებდა, კეთილი ვინებე და ჩემი მაღალი ყურადღება კაფეში დავანებულ ღრმადპატივცემულ საზოგადოებას მივაპყარი: მოპირდაპირე მაგიდასთან ორი სნობი გოგოშკა იჯდა. სხვების რომ არ მორიდებოდათ, იქვე ამოალაგებდნენ კოსმეტიკით ამოვსებულ ჩანთებს და ჯიბის სარკეებში კოხტაპრუწაობას დაიწყებდნენ, - აქაო-და, ნამდვილი ქალი ყოველთვის ფორმაში და საყვარელი მამაკაცისთვის ყოველთვის ყველაზე სასურველი უნდა იყოსო. სხვათა შორის, მათ მიერვე შეკვეთილ ეგზოტიკურ სალათებსაც რაღაცნაირად მოწყენილები დაჰყურებდნენ, - ან კალორიებს ითვლიდნენ დიდი მონდომებით, ან-და იმაზე ფიქრობდნენ, ამ სალათების შემადგენლობა მათი სახის კანზე როგორ იმოქმედებდა, რამდენად დაარბილებდა ან ფორებს რამდენად გაუფართოებდათ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულისგან დამზადებული ნიღაბი, სახის კანს ხომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! კაფეს მეორე ბოლოში გოგო და ბიჭი ისხდნენ გვერდი-გვერდ. ერთმანეთისკენ სანახევროდ შებრუნებულები რაღაცას ჩურჩულებდნენ მიბნედილი თვალებით. შიგადაშიგ ვნებიან კოცნასაც გამოურევდნენ ხოლმე, რომელიც ზუსტად იმდენ ხანს გრძელდებოდა, ვიდრე გოგო აღმოაჩენდა, რომ ბიჭის თითები ედემის ბაღში გადაპარვას და აკრძალული ხილის მოწყვეტას აპირებდნენ. მერე ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი _ ერთმანეთის ყვრიმალებთან აჩქარებული, ცხელი სუნთქვა და ერთმანეთზე ხელახლა შეწებებული ტუჩები ... ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ვიპ-შოუ-ბიზ ოჯახური წყვილი მოთავსებულიყო, ასე ხშირად რომ გვახსენებენ ხოლმე თავს ტელეეკრანებიდან და ბომონდური ცხოვრების ამსახველი ჟურნალებიდან – მეგავარსკვლავი დედა, ულტრამოდური ბრენდების, ან გნებავთ პროდუქტების (ცოცხალ ადამიანებს ვგულისხმობ) პიარ-მენეჯერი მამა და მათი ცხრა-ათი წლის არაპროდუქტიული და არაცნობადი ბიჭი (ჯერჯერობით რა თქმა უნდა!). დედა სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ნერვიულად უყვებოდა მორიგ ვარსკვლავურ ისტორიას თავის არამწეველ ქმარს, ბავშვი კი პირდაღებული მისჩერებოდა კაფეს მეორე ბოლოში ვნებიანად მოფრთხიალე ბეღურებს. ახლა კი ჩემთვის კარგად გასაგები გახდა ოფიციანტი გოგოს გულთბილი დახვედრისა და სამაგალითო სტუმარ-მასპინძლობის მიზეზი – პოსტ-ნიუ მოდერნისტული ტილოს საოცარ ფერთა გამას ვამახინჯებდი. ჩემი გაბურძგნული წვერი, სიძველისგან გაცრეცილი ჯინსი და აგერ უკვე მეორე ზაფხულგამოვლილი მზისგან გახუნებული მაისური ფეისკონტროლს კი გადიოდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ვერ მოდიოდა პრესტიჟული კაფის ინტერიერთან რაიმე შესაბამისობაში. მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. დაბოღმილი და ნერვებმოშლილი გამოვვარდი გარეთ. თქვენი არ ვიცი-და, მე კი ვერ შევძლებდი ფხიზელი თვალით ამ ყველაფრის ყურებას. პირველივე წინ შემოფეთებულ მაღაზიაში იაფფასიანი არყის ბოთლს წავეტანე. ჯერ არ ვიყავი მაღაზიიდან გამოსული, რომ ბოთლს ჩემთან ბრძოლა უკვე სანახევროდ წაგებული ჰქონდა (რა ვუთხარი მე ასეთ სანახევროდ მოგებულ ომს!). ჰოდა, მეც ბოთლის საბოლოოდ განადგურება გადავწყვიტე და უახლოეს პარკს მივაშურე, გადამწყვეტი შერკინების ასპარეზს. თავის დროზე მარიშა და მე ამ პარკში დავსეირნობდით ხოლმე, როცა კი მოგვეხასიათებოდა, სუფთა ჰაერი და ხეების კენწეროებში გახლართული თბილისური ღამე მოგვენატრებოდა, დავსეირნობდით, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებოდათ, ერთგულ და უღალატო მეგობრებს, სუფთა მეგობრებს ... ვიდრე რაღაც საბედისწეროდ არ შეიცვალა: ერთხელ მორიგი ხანგრძლივი სეირნობით ქანცგამოლეულები ამ ბაღში მერხზე ჩამოვსხედით, უზრუნველად ბედნიერები და მხიარულები. ჩვენთვის ვისხედით, ვლაპარაკობდით ყველაფერზე და არაფერზე. მოულოდნელად დაცვის თანამშრომელი წამოვიდა ჩვენსკენ, გვეგონა რამეს გვეტყოდა. ის კი ჩვენგან ორიოდე ნაბიჯში შეჩერდა, სიგარეტს გაუკიდა და მოყვა წინ და უკან ბოლთის ცემას. აშკარად არ აპირებდა იქიდან ფეხის მოცვლას, ვიდრე ჩვენ თვითონ არ გავეცლებოდით იქაურობას. მივხვდით მე და მარიშა, რაშიც იყო საქმე, - ის ამ ნაბიჯით მიგვანიშნებდა, რომ ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო და გამვლელ-გამომვლელისათვის რაიმე უწესო საქციელით შეურაცხყოფა არ უნდა მიგვეყენებინა, საზოგადოებრივი წესრიგი არ უნდა დაგვერღვია. მე და მარიშამ უხმოდ შევხედეთ ერთმანეთს. ორივე მივხვდით, - ეს დასასრულის დასაწყისი იყო, სევდიანი დასასრულის დასაწყისი, სადაც აღარც მეგობრობა არსებობდა, აღარც ნდობა და სისპეტაკე, აღარც ნამდვილი სიყვარული. ამ ეგრეთ წოდებულ საზოგადოებას აღარანაირი სიწმინდის აღარ სწამდა, ყველაფერი სიბინძურითა და ღვარძლიანი უნდობლობით იყო გასვრილი, ყველა სულიერი ფასეულობა. დაცვის თანამშრომელისათვის აღარაფერი გვითქვამს, ან კი რა აზრი ჰქონდა თქმას. უხმოდ წამოვდექით და სახლისაკენ გამოვეშურეთ. ტრანსპორტშიც კი არ გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. მართალია ჩვენს მეგობრობას ბზარი არასოდეს გასჩენია, თითქმის არაფერი შეცვლილა მას შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ მაინც დარჩა რაღაც. უკვე ორივეს ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვქონდა საზიდი – მარადიული მარტოობის, ტკივილისა და უნდობლობის ჯვარი. მარიშას მას შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. ამ ამბის მერე მეორე ზაფხულსაც ვეღარ მიატანა, იშვიათი უკურნებელი დაავადებით გარდაიცვალა, მტანჯველი ტკივილებით შეღონებული. ამქვეყნად ჯოჯოხეთი გაიარა, იმქვეყნად კი სასუფეველი დაიმკვიდრა. დიდხანს აღარ უცოცხლია, რათა თავისი თვალით არ ენახა, სამი წლის შემდეგ უმისობით, უსიყვარულობით, მარტოობით, უნდობლობით, ტკივილებით, ამპარტავნებით და უსულობით გულშეღონებული მისი მეგობარი როგორ დაბოდიალობდა მის საყვარელ ბაღში, ნახევრად გამოცლილი ბოთლით ხელში, ეძებდა იმ საბედისწერო მერხს, სადაც უკანასკნელად იყო ბედნიერი. კი იპოვა, როგორც იქნა, მაგრამ ... იმ მერხზე ვიღაც წყვილი მიბნედილიყო. ბიჭის კალთაში ჩამომჯდარი გოგო ფრანგული სამზარეულოს უგემრიელეს რეცეპტს, ფრანგულ კოცნას მადიანად აგემოვნებდა. მარიშას მეგობარი აღრიალდა! ეს ხომ მისი და მარიშას საყვარელი მერხი იყო, ერთგული მეგობრების მუდმივი შეხვედრების ადგილი, მეგობრობის, სიწმინდისა და სიყვარულის მექა და მედინა. Mარყის ბოთლი მთელი ძალით ურცხვი წყვილისაკენ გაისროლა. ბოთლი მათ ფეხებთან დაიმსხვრა. ადგილზე ჩაიჩოქა ძალაგამოლეულმა. აღარაფერი ახსოვს, რაღაც მოძრაობებისა და ხელბორკილების გაჩხაკუნების გარდა.…გონზე რომ მოვიდა, უკვე პოლიციის განყოფილებას ტოვებდა, ხელში სოლიდური საჯარიმო ქვითარი ედო, ბედის ირონიით – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის... და აი, ვზივარ სამზარეულოში, ფინჯან ყავას შევექცევი, უკვე თითქმის ჩამწვარი სიგარეტის კვამლს ხარბად ვისუნთქავ, რათა ცოტა ხნის შემდეგ ისევ გავიდე ქუჩაში და ... ძებნა გავაგრძელო. მოვძებნო ხეების კენწეროებში გახლართული ის ძველებური, ნაღდი თბილისური ღამე და იაფფასიანი არყით დავათრო.
29.05.2010
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. დიდხანს აღარ უცოცხლია, რათა თავისი თვალით არ ენახა, სამი წლის შემდეგ უმისობით, უსიყვარულობით, მარტოობით, უნდობლობით, ტკივილებით, ამპარტავნებით და უსულობით გულშეღონებული მისი მეგობარი როგორ დაბოდიალობდა მის საყვარელ ბაღში, ნახევრად გამოცლილი ბოთლით ხელში, .. უსულობას ვერავინ დაგწამებს ... ტკივილი კი რომელიც შენია არასდროს განელდება, უბრალოდ უნდა მიეჩვიო მასთან ერთად ცხოვრებას .. დიდხანს აღარ უცოცხლია, რათა თავისი თვალით არ ენახა, სამი წლის შემდეგ უმისობით, უსიყვარულობით, მარტოობით, უნდობლობით, ტკივილებით, ამპარტავნებით და უსულობით გულშეღონებული მისი მეგობარი როგორ დაბოდიალობდა მის საყვარელ ბაღში, ნახევრად გამოცლილი ბოთლით ხელში, .. უსულობას ვერავინ დაგწამებს ... ტკივილი კი რომელიც შენია არასდროს განელდება, უბრალოდ უნდა მიეჩვიო მასთან ერთად ცხოვრებას ..
36. დიდი მადლობა, კახა! დიდი მადლობა, კახა!
35. ჰო, არმენ შენი ტკივილი გასაგებია და ალბათ თვითოეულ ჩვენთაგანმაც გავიზიარეთ. ჩემს სულში თქვენი გარდაცვლილი მეგობრის თქვენეული მონატრება და ჩახუტება შემომიძვრა.იცი მას, უფლის საუფლოში როგორ სიამოვნებს როდესაც მასზე ფიქრობ, როდესაც თვენი ერთად ყოფნის შემთხვევებს იხსენებ? დარწმუნებული ვარ ამაზე ხშირად გიფიქრია. დარწმუნებული ვარ როდესაც ძალიან გაგიჭირდება და მოგენატრება მასთან საუბრობ. ნაწერზე პირადად შენიშვნები არ მაქვს. რადგან დამბურძგლა, მაშასადამე კარგი შესრულებაა. ჰო, არმენ შენი ტკივილი გასაგებია და ალბათ თვითოეულ ჩვენთაგანმაც გავიზიარეთ. ჩემს სულში თქვენი გარდაცვლილი მეგობრის თქვენეული მონატრება და ჩახუტება შემომიძვრა.იცი მას, უფლის საუფლოში როგორ სიამოვნებს როდესაც მასზე ფიქრობ, როდესაც თვენი ერთად ყოფნის შემთხვევებს იხსენებ? დარწმუნებული ვარ ამაზე ხშირად გიფიქრია. დარწმუნებული ვარ როდესაც ძალიან გაგიჭირდება და მოგენატრება მასთან საუბრობ. ნაწერზე პირადად შენიშვნები არ მაქვს. რადგან დამბურძგლა, მაშასადამე კარგი შესრულებაა.
34. დიდი მადლობა, მეხთამპყრობელო! :) დიდი მადლობა, მეხთამპყრობელო! :)
33. ახლა წავიკითხე ეს, "დამგრუზა" მაგრად :( კარგი ადამიანი ხარ შენ... ახლა წავიკითხე ეს, "დამგრუზა" მაგრად :( კარგი ადამიანი ხარ შენ...
32. დიდი მადლობა! განსაკუთრებით მიხარია ხოლმე, როცა ვინმე პროზას კითხულობს! დიდი მადლობა! განსაკუთრებით მიხარია ხოლმე, როცა ვინმე პროზას კითხულობს!
31. ასეთ დროს არაფერი უნდა თქვა =)
უბრალოდ, მაისურაძის ლექსი გამახსენდა, ბერიასთვის მიძღვნილი.
კარგი ადამიანი ხართ =) ასეთ დროს არაფერი უნდა თქვა =)
უბრალოდ, მაისურაძის ლექსი გამახსენდა, ბერიასთვის მიძღვნილი.
კარგი ადამიანი ხართ =)
30. ახლა ვზივარ, მარიშაზე სხვა მოთხრობა მაქვს დასასრულებელი და უაზრო ხასიათზე ვარ, აზრებისთვის თავი ვერ მომიბია, რომ წერა გავაგრძელო. ახლა ვზივარ, მარიშაზე სხვა მოთხრობა მაქვს დასასრულებელი და უაზრო ხასიათზე ვარ, აზრებისთვის თავი ვერ მომიბია, რომ წერა გავაგრძელო.
29. მეც მომეწონა.:) მეც მომეწონა.:)
28. მომეწონა თხრობა , სევდიანია, თუმცა შენი ნამდვილი მეგობრუბით ალამაზებ და ამსუბუქებ ,მკითხველის ემოციას! მომეწონა თხრობა , სევდიანია, თუმცა შენი ნამდვილი მეგობრუბით ალამაზებ და ამსუბუქებ ,მკითხველის ემოციას!
27. merci, მ-ე-რ-ცი! :) მიხარია, რომ კითხულობთ! merci, მ-ე-რ-ცი! :) მიხარია, რომ კითხულობთ!
26. იცი,როგორი ნაწერია? ტკივილით გაჯერებული,მაგრამ მკითხველს რომ არ აღიზიანებს ავტორი წუწუნით.. მოეწონა მ-ე-რცის! იცი,როგორი ნაწერია? ტკივილით გაჯერებული,მაგრამ მკითხველს რომ არ აღიზიანებს ავტორი წუწუნით.. მოეწონა მ-ე-რცის!
25. დიდი მადლობა, ჩემო ჭა! მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვერაფერი ლექსები მაქვს, მაინც ძალიან სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა.
ამ მოთხრობას რაც შეეხება,ვისაც წაკითხული გაქვთ---დღეს ჩემი მარიშას ბავშვი ჩამომივიდა მოსკოვიდან. სახლში რომ დავბრუნდი, კარში დამხვდა და კისერზე ჩამომეკიდა. ახლაც გვერდში მიზის და მეკითხება რას წერო, მეც წამიკითხე და მითარგმნეო. ვერაფერს ვეუბნები... დიდი მადლობა, ჩემო ჭა! მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვერაფერი ლექსები მაქვს, მაინც ძალიან სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა.
ამ მოთხრობას რაც შეეხება,ვისაც წაკითხული გაქვთ---დღეს ჩემი მარიშას ბავშვი ჩამომივიდა მოსკოვიდან. სახლში რომ დავბრუნდი, კარში დამხვდა და კისერზე ჩამომეკიდა. ახლაც გვერდში მიზის და მეკითხება რას წერო, მეც წამიკითხე და მითარგმნეო. ვერაფერს ვეუბნები...
24. დამასევდიანა ისტორიამ...:( კარგად წერთ...5 ფინალისკენ თითქოს ცოტათი აჩქარებულა ავტორი... არ ვიცი, იქნებ მომეჩვენა ასე?...:)
ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ვიპ-შოუ-ბიზ ოჯახური წყვილი მოთავსებულიყო, ასე ხშირად რომ გვახსენებენ ხოლმე თავს ტელეეკრანებიდან და ბომონდური ცხოვრების ამსახველი ჟურნალებიდან – მეგავარსკვლავი დედა, ულტრამოდური ბრენდების, ან გნებავთ პროდუქტების (ცოცხალ ადამიანებს ვგულისხმობ) პიარ-მენეჯერი მამა და მათი ცხრა-ათი წლის არაპროდუქტიული და არაცნობადი ბიჭი (ჯერჯერობით რა თქმა უნდა!).
ეს დრევანდელი რეალობა მეც მაგრად მარიზიანებს...:-* დამასევდიანა ისტორიამ...:( კარგად წერთ...5 ფინალისკენ თითქოს ცოტათი აჩქარებულა ავტორი... არ ვიცი, იქნებ მომეჩვენა ასე?...:)
ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ვიპ-შოუ-ბიზ ოჯახური წყვილი მოთავსებულიყო, ასე ხშირად რომ გვახსენებენ ხოლმე თავს ტელეეკრანებიდან და ბომონდური ცხოვრების ამსახველი ჟურნალებიდან – მეგავარსკვლავი დედა, ულტრამოდური ბრენდების, ან გნებავთ პროდუქტების (ცოცხალ ადამიანებს ვგულისხმობ) პიარ-მენეჯერი მამა და მათი ცხრა-ათი წლის არაპროდუქტიული და არაცნობადი ბიჭი (ჯერჯერობით რა თქმა უნდა!).
ეს დრევანდელი რეალობა მეც მაგრად მარიზიანებს...:-*
23. ერთი წყვილი ცრემლი ჩემგან.... +5 ერთი წყვილი ცრემლი ჩემგან.... +5
21. დიდი მადლობა, ჩემო ირაკლი! ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამეხარდა ამ მოთხრობაზე კონკრეტული შენიშვნებით დაწერილი კომენტარი! საქმე იმაშია, რომ ნაბახუსევი უკვე უცხო სიტყვა ხდება ჩვენთვის, ,,პროდუქტი", ,,პახმელია" ,,გოგოშკა" და მისთანანი კი ფეხს მყარად იკიდებენ ქართულში სამწუხაროდ. იმიტომ დავაკონკრეტე ნაბახუსევიც ირონიულად და დანარჩენი ბარბარიზმებიც უხვად იმიტომ მოვიშველიე, რომ ამ სამწუხარო ტენდენციას გავუსვი ხაზი და არა იმიტომ, რომ მე ასე ვმეტყველებ და ასე ვწერ. ჩამოთვლებს რაც შეეხება, პირველ შემთხვევაში მეც არ მომწონს და აუცილებლად ვაპირებ შეცვლას, მეორე ჩამოთვლა კი მომწონს, მაგრამ მაინც ვიფიქრებ რამე უკეთეს ვარიანტზე. უღრმესი მადლობა! დიდი მადლობა, ჩემო ირაკლი! ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამეხარდა ამ მოთხრობაზე კონკრეტული შენიშვნებით დაწერილი კომენტარი! საქმე იმაშია, რომ ნაბახუსევი უკვე უცხო სიტყვა ხდება ჩვენთვის, ,,პროდუქტი", ,,პახმელია" ,,გოგოშკა" და მისთანანი კი ფეხს მყარად იკიდებენ ქართულში სამწუხაროდ. იმიტომ დავაკონკრეტე ნაბახუსევიც ირონიულად და დანარჩენი ბარბარიზმებიც უხვად იმიტომ მოვიშველიე, რომ ამ სამწუხარო ტენდენციას გავუსვი ხაზი და არა იმიტომ, რომ მე ასე ვმეტყველებ და ასე ვწერ. ჩამოთვლებს რაც შეეხება, პირველ შემთხვევაში მეც არ მომწონს და აუცილებლად ვაპირებ შეცვლას, მეორე ჩამოთვლა კი მომწონს, მაგრამ მაინც ვიფიქრებ რამე უკეთეს ვარიანტზე. უღრმესი მადლობა!
20. "(ანუ პახმელიაზე)" < ეს რა საჭირო იყო ვერ გავიგე. "გასული ღამე ფინჯანში ჩამოსხმული ყავის არომატსა და პირველი ნაფაზის კვამლთან ერთად ამომიტივტივდა გონებაში." ეს შესანიშნავი სტრიქონია :) "წვიმაში, ქარში, თოვლში, ყინვაში, ნისლში, სიცხეში" მგონი ზედმეტია ამდენი რაღაცის ჩამოთვლა. აზრი ისედაც გასაგებია. "უსიყვარულობით, მარტოობით, უნდობლობით, ტკივილებით, ამპარტავნებით და უსულობით" აქაც იმავეს ვიტყოდი.
რაც მთავარია, სუფთა ნაწერია. გულწრფელი. პროზასაც კარგად ართმევ თავს.
+2
"(ანუ პახმელიაზე)" < ეს რა საჭირო იყო ვერ გავიგე. "გასული ღამე ფინჯანში ჩამოსხმული ყავის არომატსა და პირველი ნაფაზის კვამლთან ერთად ამომიტივტივდა გონებაში." ეს შესანიშნავი სტრიქონია :) "წვიმაში, ქარში, თოვლში, ყინვაში, ნისლში, სიცხეში" მგონი ზედმეტია ამდენი რაღაცის ჩამოთვლა. აზრი ისედაც გასაგებია. "უსიყვარულობით, მარტოობით, უნდობლობით, ტკივილებით, ამპარტავნებით და უსულობით" აქაც იმავეს ვიტყოდი.
რაც მთავარია, სუფთა ნაწერია. გულწრფელი. პროზასაც კარგად ართმევ თავს.
+2
19. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
და კონკრეტული შენიშვნები არავის გაქვთ? დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
და კონკრეტული შენიშვნები არავის გაქვთ?
18. ძალიან, ძალიან სევდის მომგვრელია! ძალიან, ძალიან სევდის მომგვრელია!
17. დიდი მადლობა, თეა!
დიდი მადლობა, თეა!
16. სამწუხაროა.
შენ კი, ნიჭიერი და დადებითი ადამიანი ხარ.
საინტერესოდ წერ პროზასაც.
სამწუხაროა.
შენ კი, ნიჭიერი და დადებითი ადამიანი ხარ.
საინტერესოდ წერ პროზასაც.
15. უღრმესი მადლობა!
შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი ცხოვრებაში, ბევრ რამეში ვცდები კიდეც, მაგრამ მეგობრობა ჩემთვის წმინდათაწმინდაა და მას თითქმის ყველაფერზე მაღლა ვაყენებ.
მე და მარიშა კი მართლა სამაგალითო მეგობრები ვიყავით. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მოსკოვში როცა წავიდა, ბავშვი დამტოვა, მაგრამ მისი ჩამოსვლის დღიდან ძალიან დავმეგობრდით. ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე. მხოლოდ სამი ზაფხული დაგვცალდა ერთად ყოფნის... სამი დაუვიწყარი ზაფხული... უღრმესი მადლობა!
შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი ცხოვრებაში, ბევრ რამეში ვცდები კიდეც, მაგრამ მეგობრობა ჩემთვის წმინდათაწმინდაა და მას თითქმის ყველაფერზე მაღლა ვაყენებ.
მე და მარიშა კი მართლა სამაგალითო მეგობრები ვიყავით. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მოსკოვში როცა წავიდა, ბავშვი დამტოვა, მაგრამ მისი ჩამოსვლის დღიდან ძალიან დავმეგობრდით. ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე. მხოლოდ სამი ზაფხული დაგვცალდა ერთად ყოფნის... სამი დაუვიწყარი ზაფხული...
14. სამწუხაროა... :( სევდიანი და თბილი ნაწერია. წეღანაც დავაკომენტარე და ახლაც ვიტყვი , რომ ძალიან ვაფასებ ადამიანებს ვიცნ მეგობრობის ფასი იციან. გაიხარეთ,
5
სამწუხაროა... :( სევდიანი და თბილი ნაწერია. წეღანაც დავაკომენტარე და ახლაც ვიტყვი , რომ ძალიან ვაფასებ ადამიანებს ვიცნ მეგობრობის ფასი იციან. გაიხარეთ,
5
13. ტკივილიანია:( ტკივილიანია:(
12. გაიხარე, ჩემო კატიე, დიდი მადლობა!
სამწუხაროდ ძალიან მართალი ისტორიაა. უფრო მეტიც-მარიშას საფლავზე ჯერ არ ვყოფილვარ (რუსეთშია დაკრძალული და როცა დაიღუპა, პოლიტიკური ვითარების გამო მის დაკრძალვაზე წასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო). ასე რომ თან მჯერა, თან არა. ალბათ მაშინ დავიჯერებ საბოლოოდ, როცა მივალ და საფლავზე სანთელს ავუნთებ...
მაპატიეთ ყველამ, რომ ჩემი ტკივილი თავზე მოგახვიეთ. როგორც ქვევითაც ვთქვი უკვე, უბრალოდ ამ მოთხრობის აქ დადებით მის ხსოვნას მივაგებ პატივს. კიდევ ერთხელ მაპატიეთ... გაიხარე, ჩემო კატიე, დიდი მადლობა!
სამწუხაროდ ძალიან მართალი ისტორიაა. უფრო მეტიც-მარიშას საფლავზე ჯერ არ ვყოფილვარ (რუსეთშია დაკრძალული და როცა დაიღუპა, პოლიტიკური ვითარების გამო მის დაკრძალვაზე წასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო). ასე რომ თან მჯერა, თან არა. ალბათ მაშინ დავიჯერებ საბოლოოდ, როცა მივალ და საფლავზე სანთელს ავუნთებ...
მაპატიეთ ყველამ, რომ ჩემი ტკივილი თავზე მოგახვიეთ. როგორც ქვევითაც ვთქვი უკვე, უბრალოდ ამ მოთხრობის აქ დადებით მის ხსოვნას მივაგებ პატივს. კიდევ ერთხელ მაპატიეთ...
11. საოცრად თბილი ნაწერია!
საოცრად თბილი ნაწერია!
10. ალბათ უფრო გასული ღამე... დიდი მადლობა! ძალიან მიკვირს, როცა ვინმე პროზას კითხულობს და გულგრილად გვერდს არ უვლის. ალბათ უფრო გასული ღამე... დიდი მადლობა! ძალიან მიკვირს, როცა ვინმე პროზას კითხულობს და გულგრილად გვერდს არ უვლის.
9. გული დამწყდა...კარგად წერთ. განვლილი ღამე თუ გავლილი? გული დამწყდა...კარგად წერთ. განვლილი ღამე თუ გავლილი?
8. უღრმესი მადლობა, ჩემო milanel!
ერთი თხოვნა მაქვს ამ მოთხრობის ნებისმიერ მკითხველთან- შენიშვნებს ნუ დაიშურებთ. მისგან ისეთივე კარგი მოთხრობა მინდა დავაყენო, როგორიც მისი ადრესატი იყო და როგორსაც მისი ხსოვნა იმსახურებს. ყველას წინასწარ გიხდით მადლობას! უღრმესი მადლობა, ჩემო milanel!
ერთი თხოვნა მაქვს ამ მოთხრობის ნებისმიერ მკითხველთან- შენიშვნებს ნუ დაიშურებთ. მისგან ისეთივე კარგი მოთხრობა მინდა დავაყენო, როგორიც მისი ადრესატი იყო და როგორსაც მისი ხსოვნა იმსახურებს. ყველას წინასწარ გიხდით მადლობას!
7. ამიწყლიანდა თვალები, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს მარტინ, მომეწონა შენი წინა ნაწერებივით, წარმატებები და 555555 დიდი პატივისცემით ამიწყლიანდა თვალები, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს მარტინ, მომეწონა შენი წინა ნაწერებივით, წარმატებები და 555555 დიდი პატივისცემით
6. უღრმესი მადლობა! აუცილებლად შევასწორებ!
უღრმესი მადლობა! აუცილებლად შევასწორებ!
5. გაიხარე... მეც ცრემლი მომადგა! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მარიშას სული...
ოღონდ ეს გაასწორე, რა?! "ბავშვი კი პირდაღებული მისჩერებოდა კაფ-ი-ს მეორე ბოლოში ვნებიანად მოფრთხიალე ბეღურებს." ---->>> კაფ-ე-ს მეორე ბოლოში... ძალიან უხეშად მოხვდა ყურს... 5 გაიხარე... მეც ცრემლი მომადგა! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მარიშას სული...
ოღონდ ეს გაასწორე, რა?! "ბავშვი კი პირდაღებული მისჩერებოდა კაფ-ი-ს მეორე ბოლოში ვნებიანად მოფრთხიალე ბეღურებს." ---->>> კაფ-ე-ს მეორე ბოლოში... ძალიან უხეშად მოხვდა ყურს... 5
4. გაიხარე, ჩემო კარგო, დიდი მადლობა! გაიხარე, ჩემო კარგო, დიდი მადლობა!
3. სევდიანი ისტორიაა.
და ადამიანს ალბათ გული არ უნდა ჰქონდეს, წაკითხვისას ცრემლი არ მოებჯინოს.
სევდიანი ისტორიაა.
და ადამიანს ალბათ გული არ უნდა ჰქონდეს, წაკითხვისას ცრემლი არ მოებჯინოს.
2. დიდი მადლობა!
2007 წლის 18 მაისს ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკარგე. მარიშა ჩემთვის ყველაფერი იყო... ძალიან მენატრება და მინდა ამ მოთხრობის აქ დადებით მის ხსოვნას პატივი მივაგო.
ვიცი, რომ ეს საიტი ის ადგილი არაა, სადაც ეს მოთხრობა უნდა იდოს, მაგრამ მაინც მოვიკრიბე გამბედაობა და გამოვაქვეყნე. დიდი მადლობა!
2007 წლის 18 მაისს ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკარგე. მარიშა ჩემთვის ყველაფერი იყო... ძალიან მენატრება და მინდა ამ მოთხრობის აქ დადებით მის ხსოვნას პატივი მივაგო.
ვიცი, რომ ეს საიტი ის ადგილი არაა, სადაც ეს მოთხრობა უნდა იდოს, მაგრამ მაინც მოვიკრიბე გამბედაობა და გამოვაქვეყნე.
1. :( :( :(
კარგად წერთ! :( :( :(
კარგად წერთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|