ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


ღამის ეტიუდები

  ***
ღამეა,
დარდი სასთუმალთან
გაითხრის საფლავს...
მშიერ  მგელივით აყმუვლდება,
კოშმარს მომისევს.
ცა-
            პენელოპა, 
ვარსკვლავებით
ხალიჩას  ქარგავს,
მზეს  ელოდება
ზღვის ნაპირთან,
როგორც
          ოდისევსს...


***

...
ბინდდება,
ქარის ჩურჩული
ისმის,
ცას უცახცახებს ელვით
სხეული.
გამოკვართულა
ლილისფერ ნისლში
თუთა-
ნეკნებში გადამსხვრეული.


მოისმის შორად, ირმის ხავილი,
ჭრიჭინობელა
სმენას აყრუებს.
ვნებიან  ღამეს -
                ბოშა ქალივით
ჰკიდია მთვარე -
                    ცალი საყურე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები