ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2011


ფრთხილად, კარები იკეტება!

      /ნამდვილი ამბავი/
ვაგონი...
ყოფის წუთიერი ვაკუუმი...
რელსების არითმიულ ფეთქვას - ურითმოდ ეპასუხებოდა მგზავრთა გულისცემა.
ზამთარშესუნთქული თვალების გამოსხივებათა მრავალწახნაგებში - რწევა-რწევით
დაიძრა. მზერებს მოარღვევდა - არაფრისმთქმელს.
- წიგნები, იყიდეთ წიგნები! - გაისმა ხმა.
გაოცებული უმზერს გოგონა.
შეკრთა...
ხმა ეცნო - შეიცნო.
ფიქრით, ნახტომი დროში, ნამყო:
- თქვენგან უფრო მეტს ველოდიო, გოგონა -უღიმის და ჩათვლის წიგნაკს უწვდის.
ცრემლით, ნახტომი დროში - ყოფის წუთიერი ვაკუუმი:
წიგნი გამოართვა, ხურდა არ მინდაო,-ანიშნა და სახე თმაში ჩამალა,
იმედით, -ვერ მიცნოსო, იქნებ!
კაცი დაიხარა, შუბლზე ეამბორა:
- ამდენს არ ველოდიო, გოგონა!
მეტად დაუმძიმდა ნაბიჯი.
- ლექტორი იყო, ჩემი! - კითხვით მზერებს მიაგება პასუხი ხმაცრემლიანმა.

- იყიდეთ წიგნები, იაფად, იყიდეთ! - ისმოდა ვაგონის ბოლოდან.

* * *
სოფლის წუთიერი ვაკუუმი ...
“ფრთხილად, კარები იკეტება!
შემდეგი სადგური...”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები