ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

სახლი

ძნელია, როცა ფორმალურად გქვია შენ
სახლი,
აშენებ, ანგრევ, და დღეებიც ლაგდება
თითქოს,
წარსულზე ფიქრებს ხურჯინივით იკიდებ
ზურგზე,
ხსოვნის კარადას ალაგებ და სიმშვიდეს
ითხოვ.
რომელიც სადღაც დაკარგულა,
სხვის სასთუმალზე
და იცი, შენი ვერასოდეს გახდება მაგრამ..
ძნელია, როცა ფორმალურად გქვია შენ
სახლი,
სინათლეჩამქრალ ფანჯრებს მიღმა
დიდ ტკივილს მალავ...
და მაინც სადღაც
შორს ჩამუხლულ ბედნიერებას
შუქურად ანთებ
რომ გიპოვოს...
და გენთოს სანთლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები