ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2011


შ ე ნ ა მ დ ე

მთელ ღამეს განათებს ჩამქრალი ვარსკვლავი,

ის არ სჩანს,

ვერ ხედავ და მაინც რომ გათბობს ?....

ისაა..... ხელებზე , მკერდზე , და სახეზე

სითბოს რომ გასხივებს,

მისგან სულ ეს დარჩა....



ის არ სჩანს..... მერე რა !.....

შენ იცი სად არის ,

ისაა..... შენს მკერდზე , ხელებზე , სახეზე ,

რომ გიცქერს შორიდან,

რომ კაწრავს სიბნელეს,

უხილავ სითბოთი,

უხილავ სინათლით ,

შენს ფანჯრებს იქიდან,

შენს ფარდებს იქიდან



შორია შენამდე....

მერე რა .... მანძილებს

სულ არ სცნობს

გრძნობები.





სერგეი ნეველი . 13.05.2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები