ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

მარტივით გიჟია ფიქრები ქალისო...

გული სილამაზის ფერებით აივსო,
სულმა მარტოობის ფიალა დაცალა,
მარტივით გიჟია ფიქრები ქალისო
და მანაც ეს ფიქრი სიგიჟედ ჩათვალა..
არადა არ მინდა გიჟად მიმიჩნიონ,
არ მსურს გამომკეტონ გულში საიმედოდ,
სულ ერთი პატარა სივრცე მომიჩინონ
სიყვარულიაო -თან დამაიმედონ...
მარტივით გიჟია ფიქრები ქალისო,
თავადაც არ იცის როდის რა უნდაო,
მაისის ცრემლებით თვალები აივსო,
თქვა:ამ გულს ხომ მხოლოდ სიმშვიდე სურდაო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები