ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2011


რეკენ ზარები (კურსდამამთავრებლებს)

რეკენ ზარები და საოცარ წუთებს ითვლიან,
მოსწავლეობის, დღეს, ბოლო ზარს რეკავენ თქვენთვის,
შორდებით სკოლას, ბავშვობის ლამაზ სავანეს
და გულთა ძგერა თქვენიც, ზარის დარეკვას ერთვის.

რეკენ ზარები და გიშლიან ფართო ასპარეზს,
ახალ ბილიკებს შეგთავაზებთ ხვალ თქვენ, ცხოვრება,
ყოველ თქვენთაგანს სიყმაწვილის თბილი აკვანი,
ეს მშობლიური სკოლა მუდამ ემახსოვრება.

რეკენ ზარები, თქვენს სიხარულს ყველას ამცნობენ,
დიდები ხდებით, დაგელოცოთ გზები სავალი
და თქვენს აღმზრდელებს ეს ნატვრა გვაქვს, გვინდა რომ იყოთ
ქუჯის და ცოტნეს ღირსეული შთამომავალი.


არ შეარცხვინოთ საქართველო, თქვენი სოფელიც,
თქვენი ოჯახიც, მშობლიური სკოლის კედლებიც
და თუ დაგჭირდათ დარიგება ცხოვრების გზებზე.
გვწამს, ძველებურად ისევ ისე გეიმედებით.

მოსწავლეობის ნათელ ხანას ემშვიდობებით,
რეკენ ზარები,ხმაწკრიალა რეკენ ზარები,
ბავშვობა იქცა უკვე ლამაზ მოგონებებად
და ჰე, ცხოვრებავ, ფართოდ გახსენ მათთვის კარები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები