ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ირაკლი-კირკიტაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2011


შოკოლადი და ტუჩები

ქუჩის მოჩვენება კოცნებს ასამარებს
სხვების თანდასწრებით მე, რომ მეფერება
,
ბროლის დარბაზები უმალ მაჩანაგებს
სხვა გზა არეული, რომ არ გამეგება.

მინას ეჩხუბება ჩემი პოეზია
,
მახინჯ სახეებში ღიმილს ვითვისებდი
სადღაც ქუჩის ბოლოს გოგომ გადამრია,
ჩემი თანსაცმელი, ჩემი სხეულია.

მგონი ალისფერი თმები მეხვევიან
,
მე შენ სურვილებში ადგილს ვიკავებდი
ჩემი სული კიდე, რომ მეხვეწებიან
ტაძრის გარეთ მაინც კბილით ვიკავებდი.

ოხ მეე, ჩემო გოგო, როგორ გაყვედრიან,
ჩემ ერთ მოფერებას, როგორ გაყვედრიან.
სულში აგებული წმინდა ქოხი
შენ ჩემო გოგო აღარ შეგრჩენია.

და გადარეული, და გაშმაგებული
ფიქრწამახებული, გულგაწყალებული
მე ზღვა დავლიე და შენში ვიმალები,
ლალის თვალივით ხარ გალამაზებული.


18.04.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები