ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ილტოსპირელი*
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მაისი, 2011


ჰერეთული პოეზიის საღამო

რატომღაც აქამდე არასოდეს მომსვლია აზრად, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ იმფორმაცია ლიტერატურულ  საიტებზეც განმეთვსებინა. 

არადა, როგორც ჩანს, ეს საჭიროა, რადგან ჩვენი პოეტური შეხვედრები თნამედროვე ქართული პოეზიის, ლიტერატულური ცხოვრების, კულტურის ერთი ნაწილია.

კავშირ - პოეტურ ორდენ „მარად ახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“  შეხვედრები, რომელიც აგერ უკვე მეორე წელია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის (დირექტორი - ირაკლი ღარიბაშვილი) სხდომათა დარბაზში იმართება, უამრავ მსმენელს იზიდავს და დღითიდღე მისადმი დაინტერესება განუზომლად მატულობს. სხვა, რომ არაფერი, ამ შეხვედერების შესახებ იმფორმაცია ამ ადამიანებს მაინც სჭირდება, ვინც მას ესწრება, ან მომავალში ჩათვლის საჭიროდ, რომ დაესწროს.

„მარად ახალი ქნარის“ მორიგი შეხვედრა  სახელწოდებით „ჰერეთის სიყვარულით - საინგილოს ანდამატი“  ამა წლის 20 მაისს  გაიმართა.

საღმო შესავალი სიტყვით გახსნა ამ დამოუკიდებელი სამწერლო  გაერთიანების თავმჯდომარემ, პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა, რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ჰერეთის თემაზე დაწერილი თვისი რამდენიმე ლექსი წაიკითხა.

ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა ჰერელ პოეტებს, მომღერლებს და მსახიობებს.

დარბაზში გაიჟღერა თამარ შიოშვილის, ამირან ნუროშვილის, ლექსო გელაშვილის, შორენა თამაზაშვილის, ზურაბ პაპიაშვილის, რომა რამაზანოვის, მარიზას, ნანა ყიყიშვილის, მანანა ბერიკაშვილის, ქეთი ოთარაშვილის, ამირან ბარიხაშვილის და ზაზა სუყაშვილის ლექსის სტრიქონებმა.

იმ ჰერელი პოეტების, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩამოსვლა, ლექსები წაიკითხეს რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობმა ლერი შიოშვილმა, ლეონტი შიოშვილმა და თათია ყიყიშვილმა.

განსაკუთრებით იმოქმედა მსმენელზე მარიამ გაჯიშვილისა და ქეთი ქავთარაძის მიერ ნიჭიერად შესრულებულმა ჰერულმა „ნანამ“ და კახის ვაჟთა ანსამბლ „ლაზარეს“ მიერ  ნამღერმა ჰერეთულმა ხალხურმა მელოდიებმა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ნიჭიერი ახალგაზრდა ჰერელი პოეტის ზაზა სუყაშვილის გამოსვლა, რომლის ლექსებსაც დარბაზიდან მსმენელთა დიდი აღფრთოვანება  და მოწონება ხვდა წილად. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ადამიანის სახით თნამედროვე ქართულ პოეზიას თამამად შემოუერთბს თავის კოლორიტულ ხმას ჩვენგან მივიწყებული ჰერეთი.

სტუმრებს თვიანთი, ჰერეთის თემაზე დაწერილი ლექსებით, მიესალმნენ დედაქალაქელი პოეტები და მსმენელი საზოგადოება: მიხეილ ტიბანელი, ნინო ლარცულიანი (რომელმაც წაიკითხა გელა არაბულის ლექსი), რიტა ლაბაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ოთარ რურუა, სოფიკო ჯაფარიძე, ეთერ აფაქიძე.

საპატრიარქოს სახელით სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ჰერეთის დიდი პატრიოტი და მოამაგე პროფესორი გია დვალიშვილი .

ამ საინტერესო ღონისძიების მომზადებაში კავშირ - პოეტურ ორდენ „მარადახალი
ქნარს“ აქტიურად და ბეჯითდ ედგნენ გვერდით ახალგაზრდული გაერთიანების - „ ჰერეთის სიყვარულით“ -  წევრები: თემურ სუყაშვილი, ირაკლი სარდალაშვილი, მარიამ ჭაჭაშვილი და ზაზა სუყაშვილი. საღამოს დასასრულს მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების სულის ჩამდგმელსა და წარმმართველს პოეტ მიხეილ ღანიშაშვილს, დამსწრე საზოგადოებას და გააჟღერეს თავიანთი დიდი სურვილი, მიმართონ განათლების სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა, სახელმწიფო ხარჯით, დააფინანსოს ჰერელი მაგისტრანტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება,რასაც დამსწრე საზოგადოება ერთსულოვნად დაეთანხმა.

უნდა ითქვას, რომ ჰერეთული პოეზიის ისტორიული საღამო ერთდერთი და უნიკალური შემთხვევაა დედაქალაქის პოეტურ სინამდვილეში, როდესაც აღნიშნულ თემაზე ტარდება მსგავსი ღონისძიება.

საღამო ლამის სამ საათს გაგრძელდა და მსმენელთა დიდი მოწონება, გულწრფელი ემოციები და მხურვალე ოვაციები დაიმსახურა. ეს იყო ერთი ლამაზი პოეტური შეხვედრა, რომელსაც თან ახლდა სევდაც, სიხარულიც და იმედიც!..


                                            კავშირ „მარადახალი ქნარის“ ინფორმაცია


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები