| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 მაისი, 2011 |
ფიქრებში მზეს მისწვდები და ხელსაც შეახებ სულის გასათბობად.
,,დუდას დავარქმევ ჩემს და შენს შვილს. " ვიცი გაიღიმებ და მეტყვი ,,საიდან მოიგონეო?”მაგრამ ასე გადავწყვიტე. ჯერ სქესი არ ვიცი, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. როცა ვფიქრობ, როგორ სათუთად აიყვან ხელში ჩვენს პატარა დუდას, ჩაიკრავ გულში, მოეფერები ისე, როგორც მარტო შენ იცი ძალიან თბილად და ნაზად,შენს დიდ და ძლიერ მკლავებში ჩამალავ უსუსურ არსებას, ვიცი უზომოდ ბედნიერი იქნები; თვალები ცრემლებით მევსება. გულჩვილი გავხდი ამ ბოლო დროს, ალბათ ამის ბრალია. მე ვიქნები შენი ერთგული და ძლიერი ცოლი. შენი შვილის დედა. ჩვენი პატარა სახლის მზის ბუდე და კერიის სითბო. შენ, ჩვენი სულის ნავსაყუდელი დუდა კი ჩვენი გულის ცემა.
რეალობა, დროის ჭრილში გაჭედილი ვაზნით, მიწაზე გაბავს, უოცნებოდ გტოვებს.
მზერა გამოკვლევის პასუხებზე გამეყინა და მსაჯულის განაჩენივით დაველოდე ექიმის ხმას, რომელიც ხაზს მხოლოდ ჩემს პატარა ასაკს უსვავდა. -,,სამწუხაროა, მაგრამ. . . შვილი არ გეყოლებათ. . . თუმცა ეგ არ არის თქვენს ჯანმრთელობაში მთავარი პრობლემა, მნიშვნელოვანი სხვა რისკ-ფაქტორებია, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას უკავშირდება. . . “ არდაბადებული, არშექმნილი, არჩასახული დუდას გულის ცემა ძალიან გავდა იმ ჩანასახის გულისცემის ხმას, რომელსაც სულ რამოდენიმე წუთებში დედამისი საკუთარი ნებით შეაჩერებდა და ექიმის სანაგვე ყუთის ნააბორტალ სისხლგროვებში გადაანაცვლებდა .
იმედი მანმდეა, სანამ რწმენაა.
გაშრა ცრემლები. . . ახლა ერთ რამეზე ვფიქრობ. რატომ არ უთრთოდა იმ ექიმს ხმა? ადამიანები ვერ იქნებიან ერთმანეთის მსაჯულები! თუ უფალს უნდა. . . უფალი მოწყალეა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგი ნუცი ხარ შენ :) კარგი ნუცი ხარ შენ :)
9. მომეწონა. დამაფიქრებელია და პრობლემა რაღათქმაუნდა პირველსაყურადღებო.
წარმატებები გისურვე მე;) მომეწონა. დამაფიქრებელია და პრობლემა რაღათქმაუნდა პირველსაყურადღებო.
წარმატებები გისურვე მე;)
8. ნუციიი!!! მოკითხვა კარგ პროზაიკოსს!!!!! ნუციიი!!! მოკითხვა კარგ პროზაიკოსს!!!!!
7. გაშრა ცრემლები. . . ახლა ერთ რამეზე ვფიქრობ. რატომ არ უთრთოდა იმ ექიმს ხმა? ძალიან სერიოზული კითხვაა ზოგადად....მეც სულ მაინტერესებს...;-* გაშრა ცრემლები. . . ახლა ერთ რამეზე ვფიქრობ. რატომ არ უთრთოდა იმ ექიმს ხმა? ძალიან სერიოზული კითხვაა ზოგადად....მეც სულ მაინტერესებს...;-*
6. სენტიმენტებმა დაღუპეს სუპერგმირები. სენტიმენტებმა დაღუპეს სუპერგმირები.
5. კარგია ნაწერია და ტკივილიანი:( კარგია ნაწერია და ტკივილიანი:(
3. კარგი ნაწერია, ტკივილიანი.
რეალობა, დროის ჭრილში გაჭედილი ვაზნით, მიწაზე გაბავს, უოცნებოდ გტოვებს. +++ კარგი ნაწერია, ტკივილიანი.
რეალობა, დროის ჭრილში გაჭედილი ვაზნით, მიწაზე გაბავს, უოცნებოდ გტოვებს. +++
2. ვაიმე როგორ მეტკინა..... :( ასეთი ნაწერები ყველაზე მოქმედებს. თავიდან ზაან ლამაზად დაიწყო, მასეთ რაღაცეებზე მეც ხშირად მიფიქრია, ნაცნობი განცდაა :) ვაიმე როგორ მეტკინა..... :( ასეთი ნაწერები ყველაზე მოქმედებს. თავიდან ზაან ლამაზად დაიწყო, მასეთ რაღაცეებზე მეც ხშირად მიფიქრია, ნაცნობი განცდაა :)
1. :) დუდა? ჰმ... მე დადუს დავარქმევ:)სქესის მიუხედავად:) :) დუდა? ჰმ... მე დადუს დავარქმევ:)სქესის მიუხედავად:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|