ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2011


ქალაქი დღეს...

მო-თხრილხარ უკვე ქალაქო და ძნელია ვგონებ...
როცა მუხლ(ებ)ში მოტეხილი შიგნიდან ბღავი,
დღეს წამებაა, წაასხავენ ქვე-ბნელში მონებს!
და შეწყალება აფსურდია... დახარე თავი.

და როგორც კრავმა შეუშვირე კისერი მახვილს
(პავილიონებს, რომ ითვლიდი - რაღა დროსია?!)
შენ წინ რამდენი წაქცეულა - ღმერთო რა მოთვლის?!
და ეს მგლის ხროვა(ც) ვერ გაგთელავს, რომ შეგესია -

ყველა მხრიდან და ხორხში სიტყვა ნუ გეყინება...
„მამაო ჩვენო... რომელი ხარ ცათა და შემწე...
მიმიღე შენთან... აქ ბრბო მთელავს, გარეთ ყინვაა“ -
ვინ იცის გინდა ისლუკუნო, თუმცა თავს ვერ სწევ...

ღვთისკენ და მაჯა შეგიხვია ქალაქო ზეცამ...
სისხლის წვეთები დაგეწრიტა... გაკმარა ვგონებ!
პავილიონებს ნუ-ღარ ითვლი... რადგან დრო კეცავს
წიგნის ფურცლებში მატეანის უთავო მონებს.

შენ წევხარ ისევ!..
პაუზაა... ზარები რეკენ.
წვიმაა მწკლარტე იმდენად, რომ
თვალთ გიბნელდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები