ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2011


ემიგრანტის მეუღლის ფიქრები (100 სიტყვა )

წლები მიდიან, არა მიფრინავენ, ჩვენს შორის გაწოლილი მანძილი თითქოს უსაშველოდ იზრდება. მეთექვსმეტე გაზაფხული დაიწყო უშენოდ...
ვითვლი, ვითვლი შენს დაბრუნებამდე დარჩენილ დღეებს ... რომ აღარ თავდება?!
ვცდილობ გავუმკლავდე ყველაფერს, მაგრამ...
თანდათან  მძიმდება  ოჯახური უღელი, რომელშიც ხალისით შევები...თანდათან მიძნელდება  ქალური, სუსტი მხრებით ორმაგი ტვირთის ზიდვა...ვგრძნობ, სიმხურვალე აკლდება ჩვენს კერაზე დანთებულ კოცონს..
ძნელია ღირსეული ქალობა, დედობა, ბებიობა და შენ გინდა მამობაც შევიძლო?
დროზე მომეშველე, თორემ ცეცხლი მინავლდება და საკადრისად ვერ გაათბობს სტუმარს, მოყვარეს... გაუჭირდება ყანას , ვენახს და რაც მთავარია, გაცივდება ჩემი სულის ღადარი...მე ხომ რა ხანია მენატრება თანადგომა, თანაგრძნობა, უბრალოდ მოფერება...
დროზე ჩამოდი, სანამ ნაპერწკალი შემორჩენილა გულშიც და კერაზეც ...მე გელი...
                                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები