| ავტორი: შატილიონი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 მაისი, 2011 |
ყოველ ღამ გოდებს ციხის ნაშალი, ვით უნუგეშოდ შთენილი დედა, მკერდიდან ძალით რომ წარსტაცეს უმწეო ყრმანი და მის თვალთა წინ, ცეცხლის მორევში გადაუძახეს. გოდება მისი, გულის მზარავი, ავბედით ხმებით რომ გვიქადის სადღაც წალეკვას, გლოვის ნისლებად იწეწება ულმობელ ქარში და სულს მქენჯნავი ტკივილით ავსებს: ”აღსდექით მკვდრეთით, მამულის და ქართველობის მცველნო ლომებო, თქვენი ხმლის ქნევა მენატრება, მამულის ბედით გულდამწვარ დედას! პიროფლიანთა საძვალენო, მამულისათვის ნასხეპ-ნახმლევ მხარ-მკლავიანნო, ჟამი დამდგარა თქვენთა სულთა გამოღვიძების!... აღსდექით ძილით, ყვავ-ყორანი შემოგვსევია! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ!... კიდევ ერთხელ აღიმოსენით სისხლით და ხორცით, კიდევ ერთხელ უკუიქეცით მიწიერი სიცოცხლისაკენ, გარდასულთა გმირთა სულებო! აღსდექით მკვდრეთით, დედაღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ურჯულოს ცეცხლით და მახვილით წარუწყმედია!... ვაი, ჩემს ძუძუთ, ლომთა მზრდელთა, გველნი უბეს შემომპარვიან! დალაჩრდა ერი, დაიშრიტა გამძლეობა ჯიშის და სისხლის, ერის წყლულების მესალბუნეთა!... ვაიმე, შვილო, წარტყვევნილო! ჯიშო და სისხლო გაყიდულო! ურჯულოს ხელით წაბილწულო! უფლისა სისხლო, დათხეულო! ცრემლო, ამაოდ დამალტობელო!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. დიდი მადლოაბ, გიგო, დიდი მადლობა! დიდი მადლოაბ, გიგო, დიდი მადლობა!
25. დიდი მადლოაბ, გიგო, დიდი მადლობა! დიდი მადლოაბ, გიგო, დიდი მადლობა!
24. ყოველ ღამ გოდებს ციხის ნაშალი, ვით უნუგეშოდ შთენილი დედა, მკერდიდან ძალით რომ წარსტაცეს უმწეო ყრმანი და მის თვალთა წინ, ცეცხლის მორევში გადაუძახეს. გოდება მისი, გულის მზარავი, ავბედით ხმებით რომ გვიქადის სადღაც წალეკვას, გლოვის ნისლებად იწეწება ულმობელ ქარში და სულს მქენჯნავი ტკივილით ავსებს: ”აღსდექით მკვდრეთით, მამულის და ქართველობის მცველნო ლომებო, თქვენი ხმლის ქნევა მენატრება, მამულის ბედით გულდამწვარ დედას! პიროფლიანთა საძვალენო, მამულისათვის ნასხეპ-ნახმლევ მხარ-მკლავიანნო, ჟამი დამდგარა თქვენთა სულთა გამოღვიძების!... აღსდექით ძილით, ყვავ-ყორანი შემოგვსევია! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ!... კიდევ ერთხელ აღიმოსენით სისხლით და ხორცით, კიდევ ერთხელ უკუიქეცით მიწიერი სიცოცხლისაკენ, გარდასულთა გმირთა სულებო! აღსდექით მკვდრეთით, დედაღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ურჯულოს ცეცხლით და მახვილით წარუწყმედია!... ვაი, ჩემს ძუძუთ, ლომთა მზრდელთა, გველნი უბეს შემომპარვიან! დალაჩრდა ერი, დაიშრიტა გამძლეობა ჯიშის და სისხლის, ერის წყლულების მესალბუნეთა!... ვაიმე, შვილო, წარტყვევნილო! ჯიშო და სისხლო გაყიდულო! ურჯულოს ხელით წაბილწულო! უფლისა სისხლო, დათხეულო! ცრემლო, ამაოდ დამალტობელო!...
აქ კომენტარი ზედმეტია!!! ღმერთმანი, ბრძოლა მინდა ურჯულოთა წასარწყმედელად!!! გაიხარე შენა!!!
ყოველ ღამ გოდებს ციხის ნაშალი, ვით უნუგეშოდ შთენილი დედა, მკერდიდან ძალით რომ წარსტაცეს უმწეო ყრმანი და მის თვალთა წინ, ცეცხლის მორევში გადაუძახეს. გოდება მისი, გულის მზარავი, ავბედით ხმებით რომ გვიქადის სადღაც წალეკვას, გლოვის ნისლებად იწეწება ულმობელ ქარში და სულს მქენჯნავი ტკივილით ავსებს: ”აღსდექით მკვდრეთით, მამულის და ქართველობის მცველნო ლომებო, თქვენი ხმლის ქნევა მენატრება, მამულის ბედით გულდამწვარ დედას! პიროფლიანთა საძვალენო, მამულისათვის ნასხეპ-ნახმლევ მხარ-მკლავიანნო, ჟამი დამდგარა თქვენთა სულთა გამოღვიძების!... აღსდექით ძილით, ყვავ-ყორანი შემოგვსევია! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ!... კიდევ ერთხელ აღიმოსენით სისხლით და ხორცით, კიდევ ერთხელ უკუიქეცით მიწიერი სიცოცხლისაკენ, გარდასულთა გმირთა სულებო! აღსდექით მკვდრეთით, დედაღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ურჯულოს ცეცხლით და მახვილით წარუწყმედია!... ვაი, ჩემს ძუძუთ, ლომთა მზრდელთა, გველნი უბეს შემომპარვიან! დალაჩრდა ერი, დაიშრიტა გამძლეობა ჯიშის და სისხლის, ერის წყლულების მესალბუნეთა!... ვაიმე, შვილო, წარტყვევნილო! ჯიშო და სისხლო გაყიდულო! ურჯულოს ხელით წაბილწულო! უფლისა სისხლო, დათხეულო! ცრემლო, ამაოდ დამალტობელო!...
აქ კომენტარი ზედმეტია!!! ღმერთმანი, ბრძოლა მინდა ურჯულოთა წასარწყმედელად!!! გაიხარე შენა!!!
22. გაიხარეთ!! ++++ გაიხარეთ!! ++++
21. ცრემლო, ამაოდ დალტობილო!...------>>> ოღონდ ეს არა, რააა?!
"დალტობილი" - დასველებულს, დამბალს ნიშნავს... ცრემლმა - შეიძლება დაალტოს... ცრემლი - ვერ იქნება დალტობილი! დანარჩენი - კარგია, ელდარ!
ამას აქ გწერ, რომ იქნებ სხვებმაც გაიგონ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა! :))) ცრემლო, ამაოდ დალტობილო!...------>>> ოღონდ ეს არა, რააა?!
"დალტობილი" - დასველებულს, დამბალს ნიშნავს... ცრემლმა - შეიძლება დაალტოს... ცრემლი - ვერ იქნება დალტობილი! დანარჩენი - კარგია, ელდარ!
ამას აქ გწერ, რომ იქნებ სხვებმაც გაიგონ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა! :)))
20. სამშობლოს სიყვარულით ანტებული გული! სამშობლოს სიყვარულით ანტებული გული!
19. ვაიმე...:(:(:(:( ვაიმე...:(:(:(:(
18. ეს მეორედ წავიკითხე..
Mძიმე საკითხავი, მაგრამ ძალიან ემოციურია...
ქართული სული იგრძნობა თქვენს ნაწერებში :) ეს მეორედ წავიკითხე..
Mძიმე საკითხავი, მაგრამ ძალიან ემოციურია...
ქართული სული იგრძნობა თქვენს ნაწერებში :)
17. 55555-ები უსიტყვოდ! 55555-ები უსიტყვოდ!
15. დაგლოცოთ უფალმა!!! დაგლოცოთ უფალმა!!!
14. ნეფერტარო, დედაკაცები შინ დარჩნენ, სამშობლოს მაგარი ბიჭები დაუზარდონ! ნეფერტარო, დედაკაცები შინ დარჩნენ, სამშობლოს მაგარი ბიჭები დაუზარდონ!
13. "ამ სიტყვების მოსმენის მერე მარტო მივდივარ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად!!!" გიორგი, შატილიონი გაიყოლე, თქვენ ისეთი სიტყვა პასუხი გაქვთ, კი ეყოფა მაგ საქმეს ისე.... მეც წამოვალ, წყალს მაინც მოგაწოდებთ საქმეს თუ დასჭირდება...
"ამ სიტყვების მოსმენის მერე მარტო მივდივარ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად!!!" გიორგი, შატილიონი გაიყოლე, თქვენ ისეთი სიტყვა პასუხი გაქვთ, კი ეყოფა მაგ საქმეს ისე.... მეც წამოვალ, წყალს მაინც მოგაწოდებთ საქმეს თუ დასჭირდება...
12. არ დალაჩრდა, არა, მას ზნეობრივი გმირი ჭირდება, წინამძღოლი, - რომელიც ახლა არა ჩანს.... ასე ხდებოდა ყოველთვის. არ დალაჩრდა, არა, მას ზნეობრივი გმირი ჭირდება, წინამძღოლი, - რომელიც ახლა არა ჩანს.... ასე ხდებოდა ყოველთვის.
11. მართლაც, როგორ დალაჩრდა ერი. აღარავის აღარ ესმის დღეს ეს ძახილი. ან თუ ესმის, ძალიან ცოტას. :)
უძლიერესი ნაწერია! მართლაც, როგორ დალაჩრდა ერი. აღარავის აღარ ესმის დღეს ეს ძახილი. ან თუ ესმის, ძალიან ცოტას. :)
უძლიერესი ნაწერია!
10. ....მამულისათვის ნასხეპ-ნახმლევ მხარ-მკლავიანნო, ჟამი დამდგარა თქვენთა სულთა გამოღვიძების!... აღსდექით ძილით, ყვავ-ყორანი შემოგვსევია! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ!...
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და გაითავისოს! ....მამულისათვის ნასხეპ-ნახმლევ მხარ-მკლავიანნო, ჟამი დამდგარა თქვენთა სულთა გამოღვიძების!... აღსდექით ძილით, ყვავ-ყორანი შემოგვსევია! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ!...
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და გაითავისოს!
9. რა ლამაზი და მტკივნეული ნაწერია!გაიხარეთ! რა ლამაზი და მტკივნეული ნაწერია!გაიხარეთ!
8. გამაჟრჟოლა ამ სიტყვებზე და რა კარგად უთქვამს მაკაველს ...
ღმერთმა გაგაძლიეროთ!
55555555 გამაჟრჟოლა ამ სიტყვებზე და რა კარგად უთქვამს მაკაველს ...
ღმერთმა გაგაძლიეროთ!
55555555
6. ,,ვაი, ჩემს ძუძუთ, ლომთა მზრდელთა, გველნი უბეს შემომპარვიან! დალაჩრდა ერი, დაიშრიტა გამძლეობა ჯიშის და სისხლის, ერის წყლულების მესალბუნეთა!... ვაიმე, შვილო, წარტყვევნილო! ჯიშო და სისხლო გაყიდულო! ურჯულოს ხელით წაბილწულო! უფლისა სისხლო, დათხეულო! ცრემლო, ამაოდ დალტობილო!.."
,,მიგიხვდი ჩემო მოხევევ..." ,,ვაი, ჩემს ძუძუთ, ლომთა მზრდელთა, გველნი უბეს შემომპარვიან! დალაჩრდა ერი, დაიშრიტა გამძლეობა ჯიშის და სისხლის, ერის წყლულების მესალბუნეთა!... ვაიმე, შვილო, წარტყვევნილო! ჯიშო და სისხლო გაყიდულო! ურჯულოს ხელით წაბილწულო! უფლისა სისხლო, დათხეულო! ცრემლო, ამაოდ დალტობილო!.."
,,მიგიხვდი ჩემო მოხევევ..."
5. არ შემიძლია ასეთი რამეები და თუ გინდათ არაპატრიოტი და გამყიდველი მეძახეთ :ს არ შემიძლია ასეთი რამეები და თუ გინდათ არაპატრიოტი და გამყიდველი მეძახეთ :ს
4. ჟანრს "ჟრუანტელი" ჰქვია! მაკაველი გიორგი. 2011-05-30 11:29:40
აქ სულ ასეა! სული ნამდვილი ქართული... ჟანრს "ჟრუანტელი" ჰქვია! მაკაველი გიორგი. 2011-05-30 11:29:40
აქ სულ ასეა! სული ნამდვილი ქართული...
3. ამ სიტყვების მოსმენის მერე მარტო მივდივარ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად!!!
ამ ჟანრს "ჟრუანტელი" ჰქვია! ამ სიტყვების მოსმენის მერე მარტო მივდივარ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად!!!
ამ ჟანრს "ჟრუანტელი" ჰქვია!
2. ღმერთმა გისმინოთ! ღმერთმა გისმინოთ!
1. მამულის ძახილი... მამულის ძახილი...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|