ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2011


აპოკალიფსი და პოეტები ("ლექსების გამოფენა")

             
აპოსტასია...
დედამიწა ცოდვებით, მძიმით,
ისე სავსეა -
ხერხემლიდან გადაიხარა...
ახლა, პოეტებს, შფოთიანად
ვულკანზე ძინავთ,
როგორც კრატერებს...
იღვიძებენ იმ ქარიშხალად -
შეშლილ სიზმრებს რომ გაატანენ ნისლებში - წეროს.
პოეტმა წეროს!
სარეცელიც გაიყოს ქართან!
სივრცე აზომა, პირჯვარიც რომ გადაიწერა
მეფემ,
საფრენად - დაშვებული ფრთები აღმართა.
(როცა, იისფერ ფანტელს სცრიდა – ნაცრისფრად, მარტი.)
დაიძრა მიწა...
ქვეყანაში კატები ჰყეფენ
და ნამუსრევში ასე უტიფრად
ეძებენ სარჩოს.
თუ მეფე მოკვდა, გაუმარჯოს, მაშ, ახალ მეფეს,
რომ კიდევ ერთი, იისფერი
ლეგენდა დარჩეს...
   
აპოსტასია -
ანუ ღვთისგან განდგომილობა.
ნაკვერჩხალშია გალაქტიკა -
მაინც ვერ დათბა...
წუხს დედამიწა,
გადახსნია ძვლამდე ჭრილობა,
დათმენით იფენს პოეტისგან ნასროლ ხელთათმანს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები