ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2011


მამაკაცებს

ყველა ქალი ხომ თამარ მეფე ვეღარ იქნება?
ვერც ქეთევნობას შეიძლებდა ქალი ყოველი,
მაგრამ ყველა ქალს საკუთარი ხიბლი ამშვენებს
და ყველაშია დამალული სხივი ცხოველი.

ცოტა სითბო და გაიშლება ქალი ყვავილად,
თვალს გაახარებს, გულს გაგითბობთ მისი მშვენება,
ამიტომ კაცებს არ მოგბეზრდეთ ყოველდღიურად
გვერდში მდგომთათვის გაღიმება და მოფერება.

თქვენი სიცოცხლეც აივსება მზით და ხალისით
ყოველი დილა კომპლიმენტით თუ დაიწყება,
მუდამ გახსოვდეთ, ეს ის გოგო შეგებათ უღელს,
ვინც წლების წინათ შეძლო თქვენთვის თავდავიწყება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები