ჩამაჰხედ, რეკავენ გუდანში ზარები ქალაუ ეგ ღიმი, მაიცილ სახედან ჩამაჰხედ, გვლოცავენ ჭორმეშავს პაპები დღეიდან ჩემი ხარ, ქალაქში მიმყევხარ.
იქ არსად შეგხვდება ქარაფის ნაპირას, ნაპრალში ზეზვაის სახელის წყარო... იქ ონკანს მოუშვებ, წამოვა თაიკო... გემო აქვს ბეჩავი, ხუნდების გამო.
ქალაქში ცხენები (რომ გშვენის მეტადრე) ფრთხებიან, ქაოსი უშფოთებთ სილაღეს, შენც მეტად ლაღი ხარ, არ დაფრთხე სიცოცხლევ ზაფხულში კვლავ სტუმრად, მამასთან აგიყვან.
დავსხდებით მწუხრის ჟამს, ეს ზორბა ნისლები გარშემო მისტიკურ სახავენ სურათებს ეს ჩვენი კოშკია, შეხედე სათოფურს, რამდენი ტყვია და ტკივილი ატყვია.
გატყვია ტუჩებზე გწყურივარ, მეც მაველ შლეგივით ვაკვდები შეუხსნელ გულისპირს... ჩამაჰხედ ქალაუ, ჩემი ხარ სიცოცხლევ, რეკავენ გუდანში, ზარები... მაგდისა?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ვერ მოგისქოვე თეთრი საჩოხე... ეს გამახსენდა... ნოსტალგიურია, თუმცა... ვერ მოგისქოვე თეთრი საჩოხე... ეს გამახსენდა... ნოსტალგიურია, თუმცა...
16. ნუ ატყუებთ ამ ბიჭს! და ნუ ზარმაცობ მინდია!
:((
ნუ ატყუებთ ამ ბიჭს! და ნუ ზარმაცობ მინდია!
:((
14. ლექსური ლექსია, ბრავო, იოჰან ;;)
10 რიტმი იცვლება, მაგრამ, რაღაც მოუხდა და საერთოდ, გემოვნება გაქვს მაგარი ;)
ლექსური ლექსია, ბრავო, იოჰან ;;)
10 რიტმი იცვლება, მაგრამ, რაღაც მოუხდა და საერთოდ, გემოვნება გაქვს მაგარი ;)
12. ლამაზია, მინდი... მაგრამ ალაგ-ალაგ რიტმი ირღვევა! 8 ლამაზია, მინდი... მაგრამ ალაგ-ალაგ რიტმი ირღვევა! 8
11. არ მიზიდავს ეს სტილი. შესაბამისად არც ლექსი მომეწონა : ) არ მიზიდავს ეს სტილი. შესაბამისად არც ლექსი მომეწონა : )
9. ა ლექსი მინდია, ძალიან მაგარია.
პოეზიაში მინდია, შენნაირები მიდიან :)
5 ა ლექსი მინდია, ძალიან მაგარია.
პოეზიაში მინდია, შენნაირები მიდიან :)
5
8. მინდიიიიიიი,რა ტკბილად ღიღინებ...:)5 მინდიიიიიიი,რა ტკბილად ღიღინებ...:)5
7. კარგია ძალიან,5 კარგია ძალიან,5
6. ბიჭო, შენმა ჰალსტუხმა მოიწყინა უშენოდ :)) ბიჭო, შენმა ჰალსტუხმა მოიწყინა უშენოდ :))
5. ჰოო, წყურვილი ცუდია :) ჰოო, წყურვილი ცუდია :)
3. სულ სიმღერით წავიდა :) მაინც 4 :) ძალიან ნიჭიერი ხარ,მე კიდევ უსაშველოდ პრეტენზიული :) მოგიკითხე ..მიხარია ჩემი მეგობარი რომ შემიძლია გიწოდო სულ სიმღერით წავიდა :) მაინც 4 :) ძალიან ნიჭიერი ხარ,მე კიდევ უსაშველოდ პრეტენზიული :) მოგიკითხე ..მიხარია ჩემი მეგობარი რომ შემიძლია გიწოდო
2. ქალაქში ცხენები (რომ გშვენის მეტადრე) ფრთხებიან, ქაოსი უშფოთებთ სილაღეს... ეჰ:) მინდიაუ, ''თაიკო'' რაა?! ქალაქში ცხენები (რომ გშვენის მეტადრე) ფრთხებიან, ქაოსი უშფოთებთ სილაღეს... ეჰ:) მინდიაუ, ``თაიკო`` რაა?!
1. ვაახ, მინდიი, რა ლექსი, რა ლექსიი :) ვაახ, მინდიი, რა ლექსი, რა ლექსიი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|