ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ირაკლი-კირკიტაძე
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


ვერც მე გავიგე

გრძნობით თუ უგრძნობად,
ვიხსენებდი შვილმკვდარ ნაცნობებს,
ძალით თუ უძალოდ,
გულს გიჩხვლეტდი, ვერ აგარიდებ.

გადაყვლეფილი და ჩაჩურთული,
იყო ასეთი დღეც!
სხვებთან ბევრიც კი ვილოთე
და ვერ გამიგებ შენ.

ხელებ აშლილი სიშიშვლეს ვიხდენ,
სად გაგონილა ეს?
მთელი ქვეყანა გადავიმტერე,
წიგნში თუ მნახავ შენ.

მე გეუბნები, მე არ გაჯერებ,
ჩადენილ ფიქრებს ვერ შევაჯერებ,
ოღონდ მაცადე, გაითამაშე,
მთლად სულერთია ალბათ ეს ღამე.

უბანსაც ძინავს, შენც დაიძინებ,
ტაბუსაც აცლი სიზმარში სიტყვებს,
სადმე უჩემოდ გაიპარები,
ნეტა გაიგებ? თუ დამპირდები?

საკნის უბეში, ვიჩრდილავ ხელებს,
ჩვენში ჩაკეტვა არის და მერე...
და მერე იტანენ, იტანენ შუქსაც,
აქ იმედებიც ჰკიდია ყულფად.

ეჰ, მეგობარო, შენ რას გაიგებ,
წყნარ ოკეანეს ბეჭზე გაიდებ
და მერეე... მერე ქარიშხლებს ვერ ამარიდებ,
სადმე წავიდე? ვერც მე გავიგე.

31.05.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები