ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


მ ი ყ ვ ა რ ს

    მ ი ყ ვ ა რ ს
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული,
ქვეყნად ბევრგან არის მსგავსი სიხარული,
მიყვარს სინატიფე,ლამაზ პირთა სივრცე,
ნაზი მოფერება,ტკბილი მოგონება.
მიყვარს,როცა წვიმა ნამავს გამშრალ ასფალტს,
როცა ზეცა ღამით ვარსკვლავთ კრებას მართავს,
მთვარე,სავსე მთვარე, მიყვარს,მუდამ ვეტრფი,
მიყვარს მზე და მთვარე,მიყვარს...და არც ვმალავ.
მიყვარს გაცინება,როცა მე მათბობენ,
მინდა ატირება,როცა მე დამთმობენ,
მინდა ჩემი მიზნით შედეგს მივაღწიო,
მინდა გაღიმებით ცუდს,სუსტს მოვერიდო.
მიყვარს მეგობრები,მათი ეშხით ტრფობა,
მიყვარს ერთგულება,გულით,სულით ტკბობა,
მიყვარს ქალი,როცა საჭეს კარგად მართავს,
მიყვარს ყველაფერი,რასაც კარგი ახლავს.
მიყვარს ყურადღება,როცა პატივს მცემენ,
მიყვარს,როცა ირგვლივ ჩემით საზრდოობენ,
კეთილს ვემონები,ბოროტს არც ვუგონებ,
მიყვარს მაშინაც კი ,როცა გულს მატკენენ...
მიყვარს ქრისტე,ჩვენი,მხოლოდ მისით ვცოცხლობ,
შენში ის ხე მიყვარს,სადაც გრძნობებს ისხამ,
მიყვარს განუწყვეტლივ ფიქრი,შემოხედვა,
მინდა გამუდმებით ცუდის დავიწყება.
მიყვარს ჩიტების ხმა,გულით გაცინება,
მიყვარს დაფიქრება,გულის მოოხება,
თუკი მეყვარება,თუკი გეყვარება,
მაშინ სიყვარულიც შენით გვეყვარება...
მიყვარს გაზაფხული,ხეთა აყვავება,
მხოლოდ მაშინ ვეტყვი,როცა მეყვარება.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს