ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი კ ო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ივნისი, 2011


  ჩამოტვირთვა

წერილი I.

ერთადერთი ხარ...
და უსასრულოდ ერთადერთი...
გრძნობა თითებიდან გვეწყება და ერთმანეთის ტკივილებს ვაფერადებთ...
მე მესმის შენი...
დუმილით...
თვალებით...
ან არც არაფრით... ზურგიდან შეხედვითაც გცნობ (ან გამოგიცნობ).
ჰოო... ვოცნებობთ... არაფერს ვამბობთ. ან ვამბობთ ცოტას და ბევრი გვესმის... ყველაზე ბევრი... არ გვინდა ერთმანეთიც გვტკიოდეს და ვჩუმებით...
ყოველდღე მჭირდება შენი წყნარი ხმის გაგონება...
მიმღერე...
მამშვიდებ...
ძლიერი ხარ... გისწავლია ტკივილთან ჭიდილი... მიამბე... მასწავლე... თუნდაც მერე, როცა ნაოჭები მიჯრით განლაგდებიან შენს ღრმა თვალებთან... მერეც დამჭირდები...
არ მინდა ჩაგიქრეს ფიქრისფერი მზერა... ასე ბევრად რთულია და მარტივი ცხოვრება (ჩვენნაირთათვის)...
ჰო, სხეულზე მაღლა ხარ და დედამიწას დაჰყურებ სევდანარევი ღიმილით.
მოეშვი...
ტკივილისფერ საუკუნეში მზისკენ გაწვდილი თვალები გტკივა...
მოეშვი...
ხელები გეწვის...
მომყევი... ერთად ვიაროთ... მეც გასწავლი ადამიანთა გაშიშვლებას მზის სათვალეებით და მერე აღარ გვეტკინება...
შევუნდოთ...
ერთად მოვძებნოთ სივრცეებში დაკარგული თვალები და მერე ყველა ღამე გავიცისფროთ...
მოეშვი...
შენკენ მომავალი ქუჩები მელიან წამი-წამ...
შემიყვარეს...
შენ დასიცხული ფიქრებით და სიტყვებმოწყურებული ტუჩებით მელი...
მკლავები გამომიშალე... ხარბად ჩავისუნთქავ შენს ჰაერს...

მეც ველი სასწაულს...
მიმღერე...
მამშვიდებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები