ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
4 ივნისი, 2011


თეკლე და ჩვენ

ყურცანცარა კურდღელი
სკამზე თავქვე აგდია,
ბურთი, ჩიტი, მელია
თაროებზე აწყვია.
თუ არ ისმის სიცილი,
ტირილნარევი ხშირად,
ჩუმადაა ჩხარუნა?
ეს ნიშნავს, თეკლეს ძინავს.
გაიღვიძებს პატარა,
მთელ სახლს აახმაურებს,
იქით-აქეთ მიმოყრის
ბურთებს, წიგნებს, დათუნებს.
განურჩევლად ყველაფერს
სინჯავს რატომღაც პირით,
და თუ  რამე წაართვი
გულამოსკვნილი ტირის.
დაუბრუნებ? ღიმილით
სახე უცისკროვნდება,
ისეთია პაწაწა,
გულში ჩაკვრა გინდება.
ყველა თავზე ვევლებით,
თვის ჭკუაზე გვატარებს,
ის ჰგავს ჭკვიან ძიძას და
ჩვენ კი ვგავართ პატარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები