ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
8 ივნისი, 2011


თინა და ლილი

ლილი – კლასობანა ვითამაშოთ
            მოდი, ჩემო თინა,
            ნახე, გამოიდარა,
            რას უზიხარ შინა?
თინა –  თამაში კი , კარგია,
              მაგრამ ჩემო ლილი,
              კარგად უნდა ვისწავლო,
              ხვალის გაკვეთილი.
ლილი – უჰ, უჰ ,უჰ ,უჰ საქმიანი
              გამომიჩნდა ქალი,
              გეხვეწები, გამომყევი
              აღარ მითხრა ვარი.
თინა –  არა,არა, ჩემო ლილი,
            ნუღარ მეხვეწები,
            სათამაშოდ მაშინ მოვალ,
            სწავლას რომ მოვრჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები