ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: საბავშვო
11 ივნისი, 2011


შეცდომა



ამ საღამოს მერეა
ეჩვენება ლუკას:
თითქოს ზაქრო ბაბუას
საბა უფრო უყვარს.

ფიქრმა არ მოასვენა,
წუხდა მთელი ღამე,
`დილით უნდა ვიკითხო,
გავარკვიო რამე~.

საბაც კარგი ბიჭია,
არც  ლუკაა ცუდი.
თანაც უფროსი არის,
მთელი ხუთი წუთით,
ვითომ რატომ აჩუქეს,
საბას ორჯერ ბურთი.

დილით ზაქრო ბაბუამ,
თქვა და არ დამალა:
`უსათვალოდ ვიყავი,
თურმე შემეშალა!~.
ხოდა ორი ბურთი აქვს
ახლა ლუკას ვალად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები