ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2011


დეპრესია

ისე დავიცალე, გეფიცები ძმობას,
ლამის ამოვშრე და მთლიანად  გავთავდე.
ისე ვაკოწიწებ მინავლებულ გრძნობას,
როგორც მებადური მამისეულ ბადეს.

ძლივსღა შემორჩენილ სიყვარულის განცდას
ისე ვუფრთხილდები, რომ არსად გაიქცეს,
როგორც პარტიზანი უკანასკნელ ვაზნას
სანამ თოფში ჩადებს  და გულში დაიცემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს