სათაურიდანვე მოდის ცნობისწადილი და ინტერესი, აბა ყოველთვის ხომ არ ნახავ ასეთ სათაურს „როგორ გავხდი იდიოტი“? არა შინაარსი დიდად არ განაცვიფრებს კაცს, საქართველოში ვის გააკვირვებ იმით თუ როგორ გახდი იდიოტი, მაგრამ ამის აღიარება და ამ ნაწარმოების სათაურადვე გადმოტანაა ცოტათი უცნაური. გამსახურდიასეული „ბრძენი უნდა იყო და თავი შლეგად უნდა მოგქონდეს“ ცოტა სხვაა ალბათ, აქ უფრო ცხოვრებისეულ, პრაგმატულ იდიოტობაზეა საუბარი,, დოსტოესკის იდოტი არ გაგახსენდება არაფრით, აქ უფრო საუბარია სასჯელზე რომელსაც ჭკუა ქვია „აი, ჭკუისაგან განკურნება კი შეუძლებელია“. კარგი ბატონო შეუძლებელია მაგრამ რა საჭიროა? კაცობრიობა მისი დღედა მოსწრება იმას არ მიელტვის როგორ გახდეს უფრო ჭკვიანი, ინტელექტუალური და ბრეძენი? რაღა საჭიროა ჭკუისაგან განკურნება? „ვაი ჭკუისაგან“ ვითომ? არადა ვისაც საქართველოში თუნდაც ერთი დღე უმუშავია, განსაკუთრებით კი საჯარა დაწესებულებაში, თითქმის ყველგან, მართლაცდა საოცრად იღბლიანი გამონაკლისის გარდა, ალბათ ადვილად მიხვდება რა საოცრად ზედმეტი ტვირთი შეიძლება იყოს ჭკუა. კი გვასწავლის დიდი გურამიშვილი „ჭკუა უხმარს არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარებისო“, მაგრამ ბიჭი ხარ და მოიხმარე ახლა ჭკუა, დღევანდელ საქართველოში, თან ცოდნით. თუმცა საქართველოში რა, საფრანგეთშიც ვერ მოიხმარ თურმე. არის ერთი ახალგაზრდა კაცი საფრანგეთში, მარტინ პაჟი,რომელიც დააფიქრა ეტყობა ჭკუის ტვირთმა თორემ არ გაუჩნდებოდა სურვილი მსგავსი რომანის დაწერის: “უმჯობესია ბრიყვი გერქვას, ვიდრე- ჭკვიანი; რადგან ვერც ერთი ბრიყვი ვერ ხვდება, რომ ბრიყვია და ყველა ჭკვიანმა, მათ შორის ყველაზე მოკრძალებულმა და თავმდაბალმა, მშვენივრად იცის, რასაც წარმოადგენს. „ რაც საიტებზე მოვიძიე ინფორმაცია, მისი დებიუტი ყოფილი ეს წიგნი, თანაც ოცდაათისას გამოუცია, 2006- ში, სადღაც 34 წლისა გამოდის და ამიტომაც ვიფიქრე არაა ურიგო დებიუტი მეთქი. მართალია რუსულ საიტებზე სუფევს აზრი სუსტი ნაწარმოებია და მაგის წაკითხვას „იდიოტი“ იკითხეო, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია და მართალი გითხრათ ამ ნაწარმოების ლიტერატურულ-კრიტიკული შეფასება არც მომსვლია აზრად თუმცა არც მხატვრული და ლიტერატულული თვალსაზრისით მომჩვენეია ურიგო, უფრო იმ იდეამ გამიტაცა, ნაწარმოების გმირი- ანტუანი,- ვერაფერს რომ ვერ უხერხებს ჭკუას, რწმუნდება რომ სრულიად ზედმეტი ბარგია ჭკუა, და იდიოტად გახდომას, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ნორმალური, დღევანდელობასთან ადაპტირებული მოქალაქედ გახდომას რომ გადაწყვეტს. ამის მიღწევა ერთი შეხედვით ძალიან ადვილი მოგეჩვენებათ ალბათ მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ეს სიადვილი მოჩვენებითი აღმოჩნდება: პირველ რიგში ფიქრის უარყოფასლამობს, რაც უსაშველოდ გაუჭირდება, მაგრამ მეგობარი ექიმი დაეხმარება და საამისო წამალს „ჰეროზაკს“ გამოუწერს, ჭკუა ხომ ავადმყოფობაა, ჰოდა შესაბამისად აბებით უნდა განკურნო, და თქვენ წარმოიდგინეთ მიაღწევს საწადელს, სამსახურსაც ადვილად იშოვის, ბირჟაზე საოცრებებსაც მოახდენს და რესპექტაბელური მოქალაქეც გახდება. რა თქმა უნდა წიგნში სხვა შრეებიცაა და ძირითადად ალბათ სხვა რამეზეა საუბარი, მაგრამ მე ამ კუთხით მომეწონა და ამიტომაც ამ ჭრილში გავყურებ, რაც არა მგონია დანაშაული იყოს. კი ვიფიქრე შეიძლება პრაგმატულ საყოფაცხოვრებო უტილიტარიზმზე მეტად ფილოსოფიურ განზომილებაში საუბროს მწერალი-მეთქი, მაგრამ არც ეს უშლის ხელს. ყველანაირად ზედმეტი გამოდის ჭკუა, საფრანგეთშიც და საქართველოშიც. აკი გვითხრა უფალმა არ ჭამოთ ხე ცნობადის ნაყოფი, ვერ ატარებთ თქვენ მოკვდავნი ამ სიმძიმესო, ალბათ ამ ცოდვილ „ჭკუას“ თუ გულისხმობს ავტორი. მოკლედ ანტუანს ყოველგვარი უბედურება ჭკუისაგან და შესაბამისად ფიქრისაგან ჭირდა და მოისვენა კაცმა- შეწყვიტა ფიქრი, დამშვიდდა და ფულიც ბლომად კი არა და იმაზეც მეტი იშოვა, ჰოდა, გააგრძელებდა ანტუანი ასე „მშვიდად“ ცხოვრებას აწ და მარადის და სულის აღმოხდომამდე, თუმცა სულიერება უკვე აღმომხდარი ქონდა, ასე რომ ხორცის გახრწნამდე, თუმცა ხორცსაც დაეწყო უქვე გახრწნა, ასე რომ გააგრძელებდა ანტუანი ასე „მშვიდად“ ცხოვრებას სიკვდილამდე, მაგრამ უშველეს მეგობრებმა, თან ისე უშველეს რომ „ჰეროზაკის“ ორმაგი დოზაც უსარგებლო აღმოცნდა უკვე და ვეღარ მოარჩინა განუკურნელი სენისაგან, „ჭკუა“ რომ ჰქვია. ავადმყოფობა კი „ფუთამ“ განუახლმა, რომელიც როგორც ვთქვი, მეგობრებმა გამოუგზავნეს ფოსტით და რომელშიც გუსტავ ფლობერის წერილების ჯიბის გამოცემა აღმოჩნდა ბომბივით რომ აუფეთქდა სულსა თუ ცნობიერებაში და სულისკნელაუფორიაქებულს ამდენი ხნის მკურნალობა წყალში ჩაუყარა. საქართველოში მოსამსახურე პირებს კი რომელი „ფუთა“ უნდა გამოგვიგზავნონ ნეტა, ჩვენაც რომ შევეშვათ მკურნალობას, ჭკუისაგან განკურნების მცდელობას, ფიქრისაგან განკურნების მცდელობას? მე ასე დავინახე ეს პატარა წიგნი და მადლობა მთარგმნელს ქალბატონ მაია ქაცანაშვილს, რომ მომცა საშუალება კიდევ ერთხელ „შემეწყვიტა მკურნალობა“, დავფიქრებულიყავი და ფიქრები თქვენთვისაც გამეზიარებინა, ამიტომ მომეწონა ეს წიგნი- ყველას ვინც კი წაიკითხავს ფიქრისკენ რომ მიაბრუნებს თუმცა, ისიც საკითხავია ამ გაგანია უმუშევრობისას რამდენად ღირს „მკურნალობის შეწყვეტა“ და ფიქრი? ჟურნალი "ჩვენი მწერლობა" (N 12; 10 ივნისი; 2011 წელი)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გუშინ ვიყიდე და დღეს ვაპირებ რომ დავიწყო :) თქვენმა რეცენზიამ საკმაო შთაბეჭდილება მოახდინა :) ამჯერად, აღარ ამიცდა ხელი და ზუსტად ავარჩიე ის, რაც მინდოდა :) გუშინ ვიყიდე და დღეს ვაპირებ რომ დავიწყო :) თქვენმა რეცენზიამ საკმაო შთაბეჭდილება მოახდინა :) ამჯერად, აღარ ამიცდა ხელი და ზუსტად ავარჩიე ის, რაც მინდოდა :)
15. kargi Werilia , didi mokitxvebi kargi Werilia , didi mokitxvebi
14. საინტერესოა... საინტერესოა...
13. ძალიან მომეწონა, სტილიც და შინაარსიც. მოკლე და კარგი სამკურნალოა:) ძალიან მომეწონა, სტილიც და შინაარსიც. მოკლე და კარგი სამკურნალოა:)
12. მადლობა შემოხმიანებებისთვის. ნიკი, რაც შეეხება შენს კომენტარს, ბევრო დრო მქონდა და ამიტომაც დავწერე მოკლედ :)... ფუჭსიტყვაობა, სიტყვებ-წინადადებებით თავმომწონეობა, მრავალსიტყვაობა დღევანდელობის მთავარი ნაკლი მგონია. მადლობა შემოხმიანებებისთვის. ნიკი, რაც შეეხება შენს კომენტარს, ბევრო დრო მქონდა და ამიტომაც დავწერე მოკლედ :)... ფუჭსიტყვაობა, სიტყვებ-წინადადებებით თავმომწონეობა, მრავალსიტყვაობა დღევანდელობის მთავარი ნაკლი მგონია.
11. მერე , მერე ?....გააგრძელე!...:) მერე , მერე ?....გააგრძელე!...:)
10. საინტერესო წერილია, მაგრამ ვფიქრობ ან მოკლე ამონარიდია ან მეტიც შეიძლებოდა დაწერილიყო ამ თემაზე წარმატებები და პატივისცემა ავტორს საინტერესო წერილია, მაგრამ ვფიქრობ ან მოკლე ამონარიდია ან მეტიც შეიძლებოდა დაწერილიყო ამ თემაზე წარმატებები და პატივისცემა ავტორს
9. კარგი ხარ..... ახლა რა არის, რომ ,,მკურნალობა'' შეგვაწყვეტინეთ და ფიქრისაკენ გვიბიძგებთ...... ჩვენი ,,დაღუპვა''გინდათ, ბატონო ქარდა? ძალიან საინტერესო იყო...... ვაი ჭკუისაგან, თუ უჭკუობისაგან, რომელი სჯობს?...ეს მარადი თემაა,..... და ყველა დროს თავისი ვაი ჭკუისაგანა სჭირს..... და დღევანდელობას კიდევა, მართლაც და ვაი!...ნეტავი, ჭკუისაგანა სჭირდეს....ნეტავი....... დიდი მადლობა. გაიხარეთ. კარგი ხარ..... ახლა რა არის, რომ ,,მკურნალობა`` შეგვაწყვეტინეთ და ფიქრისაკენ გვიბიძგებთ...... ჩვენი ,,დაღუპვა``გინდათ, ბატონო ქარდა? ძალიან საინტერესო იყო...... ვაი ჭკუისაგან, თუ უჭკუობისაგან, რომელი სჯობს?...ეს მარადი თემაა,..... და ყველა დროს თავისი ვაი ჭკუისაგანა სჭირს..... და დღევანდელობას კიდევა, მართლაც და ვაი!...ნეტავი, ჭკუისაგანა სჭირდეს....ნეტავი....... დიდი მადლობა. გაიხარეთ.
8. კარგია, ამაზე ხშირად მიფიქრია, ადამიანური ყოფიერების ერთ-ერთი მთავარი ფიქრია ჩემი... მეღიმება, იმდენად ახლოს მოვიდა რაღაცები და კიდევ უფრო შორს წამიყვანა აზრებით... იმ დღეს შემხვდა ეს წიგნი და სხვა ვიყიდე... ესეც ბედია ალბათ :) კარგია, ამაზე ხშირად მიფიქრია, ადამიანური ყოფიერების ერთ-ერთი მთავარი ფიქრია ჩემი... მეღიმება, იმდენად ახლოს მოვიდა რაღაცები და კიდევ უფრო შორს წამიყვანა აზრებით... იმ დღეს შემხვდა ეს წიგნი და სხვა ვიყიდე... ესეც ბედია ალბათ :)
7. საინტერესო წერილია. მომეწონა. წიგნითაც დავინტერესდი:) რამდენიმეგან კორექტურაა.
საინტერესო წერილია. მომეწონა. წიგნითაც დავინტერესდი:) რამდენიმეგან კორექტურაა.
5. მომენატრე, ადამიანო! :)))
"თუმცა, ისიც საკითხავია ამ გაგანია უმუშევრობისას რამდენად ღირს „მკურნალობის შეწყვეტა“ და ფიქრი?"
მაგარი ხარ, ქარდა! :))))) მომენატრე, ადამიანო! :)))
"თუმცა, ისიც საკითხავია ამ გაგანია უმუშევრობისას რამდენად ღირს „მკურნალობის შეწყვეტა“ და ფიქრი?"
მაგარი ხარ, ქარდა! :)))))
4. ქარდა, მეგობარო, იქნებ დოზაც მიუთითო მაგ წამლის, ხვალვე მინდა შევიძინო:)
საინტერესო რეცენზიაა. ქარდა, მეგობარო, იქნებ დოზაც მიუთითო მაგ წამლის, ხვალვე მინდა შევიძინო:)
საინტერესო რეცენზიაა.
3. დამაინტერესა ამ წიგნმა და ახალმა "ვაი ჭკუისაგან"...ეჰ, მართლა ვერ გაიგებ, ჭკუა ღვთის საჩუქარია თუ სასჯელი... ყოველთვის საინტერესო რაკურსით მიახედებ ხოლმე ადამიანს!.. დამაინტერესა ამ წიგნმა და ახალმა "ვაი ჭკუისაგან"...ეჰ, მართლა ვერ გაიგებ, ჭკუა ღვთის საჩუქარია თუ სასჯელი... ყოველთვის საინტერესო რაკურსით მიახედებ ხოლმე ადამიანს!..
2. ინტელექტი
რ ე კ ლ ა მ ა : მარტენ პაჟი "როგორ გავხდი იდიოტი"
წიგნის გმირმა ანტუანმა უნივერსალური სკალა შექმნა და სიმდიდრის ინდიკატორად წინდა შემოიღო:
1. ყველაზე ღარიბები– უწინდებო კასტა 2. ისე რა ღარიბები– წინდაგამოხვრეტილები 3.მდიდრები – უნახვრეტო წინდებიანები ინტელექტი
რ ე კ ლ ა მ ა : მარტენ პაჟი "როგორ გავხდი იდიოტი"
წიგნის გმირმა ანტუანმა უნივერსალური სკალა შექმნა და სიმდიდრის ინდიკატორად წინდა შემოიღო:
1. ყველაზე ღარიბები– უწინდებო კასტა 2. ისე რა ღარიბები– წინდაგამოხვრეტილები 3.მდიდრები – უნახვრეტო წინდებიანები
1. ხო,ეგ წიგნი წავიკიტხე მეც,არ ავღფრთოვანებულვარ,მაგრამ მომეწონა. ერთ მომენტი იყო როცა ავტორი ამბობს დასაწყისში რომ ვერ ვიტან როცა რომელიმე წიგნის პერსონაჟი საწყის მდგომარეობას უბრუნდება ბოლოს და თან ამით კმაყოფილი არისო და თვითონაც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება: ) ხო,ეგ წიგნი წავიკიტხე მეც,არ ავღფრთოვანებულვარ,მაგრამ მომეწონა. ერთ მომენტი იყო როცა ავტორი ამბობს დასაწყისში რომ ვერ ვიტან როცა რომელიმე წიგნის პერსონაჟი საწყის მდგომარეობას უბრუნდება ბოლოს და თან ამით კმაყოფილი არისო და თვითონაც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება: )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|