ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
21 ივნისი, 2011


გიგუს ლექსი

არ მინდა ამდენი
წერა და კითხვა,
თამაში ჯობია,
მე თუკი მკითხავთ.

თვლასა და ანგარიშს
რა თავში ვიხლი,
ათასჯერ გითხარით,
ვერაფერს მიხვდით.

არ მიყვარს ხაჭო და
მაწონი, რა ვქნა,
დილითაც სულ სხვისი
ხათრით ვჭამ ფაფას.

ტკბილეულს მიზოგავთ:
–აფუჭებს კბილებს!
–ნაყინი ცივია,
ყელს აგატკივებს!

მიშლით ან მაძალებთ,
მაძალებთ, მიშლით...
კიდევ მე მაბრალებთ,
რომ ნერვებს გიშლით?

ძილი რომ არ მინდა,
საწოლში მგზავნით,
როგორ დავიძინო,
მითხარით, ძალით?

სიზმრებს რომ ვნახულობ,
მაღვიძებთ მაშინ...

ნეტავი, ვიცოდე,
რა გიდევთ თავში?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები