ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2011


დასაწყისი

- აბა დავით, როგორ ხარ, რაღაც არ ხარ ხასიათზე, ღებულობ ატესტატს?
- დავიღუპე მას, ხუთი და სამოცდათხუტმეტი მივიღე დღეს!
- ვა, სხვა გამოცდებზე შვიდს ქვევით არ ჩამოსულხარ, დღეს რა დაგემართა?!
- არ ვიცი, მას!
- არა უშავს!
- სახლში რა ვთქვა მას, გამიგიჟდებიან!
- რატო?!
- დედაც ფრიადოსანი იყო და მამაც, ჩემი და-ძმაც კარგად სწავლობს,  ახლა რომ გაიგებენ ექვსზე დაბალი მივიღე,  რას იტყვიან?!
- შენც ნუ ეტყვი! თქვი, რომ ექვსიანი მიიღე!
- ვერ მოვიტყუებ,  მას!
- ასე აპირებ შენ ცხოვრებას?!
- რა მითხარი, მას?
- არაფერი, კარგი კაცი ხარ,  ნუ მოიტყუებ!
- რო ეწყინებათ, მას?!
- ხო გახსოვს ანდაზა?!
- რომელი, მას?! რაც მოგივა დავითაო?!
- ხო?!
- ეჰ, ახლა არაფერი არ მახსოვს, მას!
- კარგი ახლა ყურები ნუ ჩამოყარე, ეს რა არის, იცი რამდენი გამოცდა დაგხვდება გზაზე?
- უკვე ვიცი, მას!
- იქნებ და გამსვლელი ქულაა!
- ამბობენ ექვსი იქნება გამსვლელიო!
- ჯერ ეს არავინ იცის, გამოცდების მერე გამოაცხადებენ!
- მას, რა ვფიქრობ იცი!? იმათ კი ეწყინებათ, მაგრამ მე უფრო არ უნდა მეწყინოს თუ ცუდი ვარ?!
- ეს კიდე საკითხავია, ვის უფრო ეწყინება?! გამზრდელი ხო გახსოვს?
- კი მას! 
- შენ და შენს კლასელებს ჰაჯი-უსუბ რომ ჰყოლოდათ მასწავლებლად, კაი ხნის მკვდარი იქნებოდა ახლა!
- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთოთ, მას...
- ჰი, ჰი, ჰი... უჰ, გამაცინე ხო იცი, ასე შე კაცო, პანაშვიდზე მეგონა თავი!
- ისე მთლად უვარგისებიც არ ვართ მას!
- არ ხართ ხო?! კაია, კაი თუ მასეა! აბა წავედი, დავით... დაგემშვიდობო! ხოდა ისე იარე, ადამიანს რომ დაინახავ ის არ გაგეფიქროს, სად დავემალოო!
- რაღა დროს ჩემი დამალობანაა, მას!
- ხოდა, ძალიანაც კარგი! აბა ჰე, დავით!
- კარგად, მას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები