ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლილიტი
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2011


მის

                          "აი,დაიმახსოვრე მე და შენ ერთად სამყაროს ავაფეთქებთ"

                    წვეთწვეთობით დაცლილი ბეილისი და მწვანე მარტინი.ლამაზი თითები ბროლის ჭიქაზე და აელვარებული სამყარო შენს მწვანე თვალებში.ოდნავ გაღებული სველი ტუჩები და მზისფერი კანი.
                  -ასე თუ გააგრძელეთ შემიყვარდებით,მის!
                  როგორ არ ესმის შენი.მუსიკა სხეულში გიჯდება ასეთ დროს,როცა ღამეა და წვიმს.ნახევრად განათებულ ოთახში კედლეს აკრული უამრავი ჩრდილი და მშვიდი ზუზუნი.წყვილები..წყვილები მოხეტიალე და ოთახი ვნებადაღვრილი.ალკოჰოლი რომ ტვინში გირტყამს და მერე ყველაფერი უფრო მსუბუქი და ამაღელვებელია.მუსიკის რითმებს მიყვები და კაცის ხელებს მინდობილი რიტმულად არხევ სხეულს.
                      ეიფორია-როცა მისი თითები შენი მაისურის ქვეშ ნაზად სრილებენ და უწვრილეს წელთან სალტეს ქმნიან.ყელთან კი მის ტუჩებს გრძნობ.ტესტი-მუხლი ფეხებშუა და გამოტანილი განაჩენი-დროა წახვიდე!იმდენად მთვრალი ხარ მისი ალერსი რომ მიიღო მაგის თავიც არ გაქვს და თან ხვდები,რომ ის არაა ვინც გინდა.ახლა სურვილი გაქვს,დაწვე, მოდუნდე და დაივიწყო.
                      ჩანთის ძებნაში მოხდენილად იხრები და ათასობისთ მზერა გიძვრება კაბაში.ჩამოქნილ თითებს აყოლებ კედელს კარებამდე და გადიხარ!უკან რჩება გამაბრუებელი მწვანე თვალებში არეკლილი სამყარო კედელზე აკრული ჩრდილებით.
                      ქუჩაში წვიმს.პირველივე ტაქსში ჯდები,როგორც ყოველთვის უკანა სავარძელზე მარჯვნივ.ფანჯარას ბოლომდე წევ.სახლამდე ერთ ღერს მოასწრებ და თანაც გამოხვალ.ტაქსი მიქრის წვიმიან თბილისში.სახლამდე შორი აღარაა,მოხდენილად აქრობ სიგარეტს და მშვიდად გადადიხარ,ლამაზ ღიმილს უტოვებ მძღოლს და მშვიდობიან ღამეს.
                      სახლი-ცივი და არაფრისმთქმელი,ისეთივე,როგორც ყოველთვის არის ხოლმე.შენი ოთახი და საყვარელი ხალათი.გრილი შხაპი,ფორთოხლის წვენი და ღია ფანჯარაში ყველაზე ტკბილად მოწეული სიგარეტი.
                          -ასე თუ გააგრძელეთ შემიყვარდებით,მის!
                        შენ ხომ სულ ცალ ფეხზე გკიდია ახლა მისი სიყვარული.დიდ საწოლს ამაღამაც არავინ შეავსებს და მარცხენა მხარე ისეთივე ცარიელი იქნება,როგორც აქამდე.შენ მხოლოდ მისი სურნელი გჭირდება,მისი სიყვარული და ალერსი,იმ ერთადერთის,რომელიც ოდესღაც იყო და აღარასდროს განმეორდა.
                    არადა,ჩვენ ერთად სამყაროს ავაფეთქებდით,მის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები