ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ა ღ ს ა რ ე ბ ა


ასე ინება შემოქმედმა,
ასე ინება.
ჩემთვის ჭურჭელი გამოძერწა
მტვრისგან, ქაოსში.
მერე მოქარგა -
დამიდგინა ედემი ბინად,
ჭრელი ჩიტებით, სიმწვანით და
ლურჯით საოცრით.
          „იყო საღამო და იყო დილა“...
... გამოდევნილმა ცოდვის    სკივრი
              ვატარე  ზაკვით,
                    არცა ანთრაკი,
                              არც ზურმუხტი ,
                                            არც ცის მანანა...
კიდეც ვიმრუშე, 
ძმაც  მოვკალ
                            და  ვიავაზაკე
კიდეც.       
                    ინანა,  მაშინ ღმერთმა, 
მაშინ  ინანა...
          ,,იყო საღამო და იყო დილა...“
და მომივლინა,  ძე, ხსნისათვის, 
ძღვენად,   
საოკედ,
განსაწმენდელად,
შესაწირად ,
გაკვრად  საჯვარედ...
ბრმას ამიხილა მაცხოვარმა თვალი...
და  უკეთ -
ჯვარცმულს  მაჯებზე მივაჭედე 
ჩემსგან სამსჭვალი.
                  ,,იყო  საღამო  და  იყო დილა“
სნეულიც  ვიყავ ,
კეთროვანი ... წყლულებით სავსე,
დამიამდა და გოლგოთაზე
როგორც  დაღამდა,
,,ჯვარს აცუ ესე!!!“ 
გავკიოდი :
„ჯვარს აცუ ესე“ !
ძმარი  შევასვი,
და კიდევ  ბევრჯერ მერე -
აქამდე...

  მოწყალე  რომ  ხარ,  (ვფარისევლობ)   
შენდობას  ველი
იმედით  იმის, მიმიღებენ
მაინც, შვილს უძღებს.
ურცხვად  გახსენებ: 
                                    ავაზაკი? ! 
  მაგდალინელი ?!
ღ  მ  ე  რ  თ  ო,    ღ  მ  ე  რ  თ  ი  ხარ! 
მაგრამ,  ნეტა ,
  სანამ  გამიძლებ!!!
  ,,იყო საღამო და იყო დილა...“


                                                               



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები