თხელ ფარდებში ქუჩიდან იპარებოდა ბინდი... ქალი ისე ბუნებრივად მიყრდნობოდა საწოლს,თითქოს მხოლოდ ის იყო ამ მყუდრო ოთახში. თხელი თითებით ფრთხილად ეხებოდა საკუთარ მუცელს,სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა და ბოლომდე მინდობოდა მოდუნებას. ფურცლის შრიალმა აიძულა თვალები გაეხილა. მის წინ,ორიოდ მეტრში კაცი მუხლებით დაყრდნობოდა იატაკს და სწრაფი მოძრაობით ქალს ამახსოვრებდა ფურცელს. _რას აკეთებ,მაიკლ?_და მთლიანად შიშველი სხეულის დაფარვას შეეცადა. _გხატავ,ვნახოთ რა გამოვა_ თვალები უღიმოდა კაცს. ქალი ძველ სამყოფელს,მისი სხეული კი_წინანდელ ფორმას დაუბრუნდა. _შენ რა,ხატავდი? _პირველად ვხატავ. სურვილიც არ გამჩენია არასდროს. _რატომ მოგინდა ახლა? ჩემი დამახსოვრება გინდოდა? _დამახსოვრება არ მჭირდება.მგონია,რომ სულ ერთად ვიქნებით. ჰო,შენ თუ არ მოგინდა წასვლა _არ მინდა _ხატვის სურვილიც დღეს იგრძენი პირველად.. _ჩუუ!!!
ორი შიშველი სხეული გაერთიანდა . ჩამობნელდა ოთახში.. _ყოველთვის მინდოდა ხუჭუჭთმიანი ბავშვის დახატვა,ძალიან ბევრი ფერადი ბუშტით ხელში, ქალის_თხელი საბურავით შემოსილის, გულწრფელი თვალების , მაცდური ღიმილის .. და ვერასდროს ვხატავდი. სუნთქვა დამშვიდებოდა უკვე სოფის და სინანულიანი ხმით ელაპარაკებოდა ალბათ უფრო ჭერს,ხოლო თითებს კაცის მკერდზე დაასრიალებდა. _ქალი,თხელი საბურველის გარეშე,მაცდური ღიმილით მე დავხატე,საყვარელო. და ის შენი იქნება,იმიტომ რომ ის შენ ხარ,მე ვარ და ჩვენ ვართ. პატარა ბავშვის ნახვა კი გულწრფელი თვალებით.. შენი საქმეა,სოფი. _იცი?არცერთი ბავშვი არ მეკარება,ცოდვილს შორიდანვე გრძნობენ ეს პატარა არსებები. _და მზერა საკუთარ სხეულზე დახარა.
_ნუ ეთხოვები ჩემს სხეულს და მე,ალბათ ესეც საჭირო იყო. _იცოდი,რომ ეს დროც დადგებოდა? _ჩვენ ყველა ეტაპი გავიარეთ,ნაწილობრივ მაინც,სოფი. _ის დღე გახსოვს,როცა შიშველი დამხატე? _ყველაზე ნათლად _და მაშინ თქვი,რომ ერთად ვიქნებოდით სულ. _არ ვტყუი. არც გავრბივარ. უბრალოდ სინდისის ქენჯნას მინდა გადაგარჩინო. _? _რატომ ღმართავ ბარიერად სიტყვას "ღმერთო"? _ეს არ შეიძლება. მშვენიერია,მომწონს,თუმცა,როცა ვფიქრდები,მეშინია.. მეშინია ცოდვების. მეშინია მოუნანიებელ ცოდვას არ დავარქვა შენი სახელი.. სიმშვიდე დამიხატე მეთქი , გთხოვე,შენ კი მტოვებ. _ჩემი წასვლით ვხატავ სიმშვიდეს,სულელო. მოვალ,როცა ბავშვის გულწრფელ თვალებს აღმოაჩენ. შევხვდებით. _მოიცა_სწრაფი მოძრაობით მოიხსნა კისრიდან ჯვარი და კაცს ფრთხილად გადასცა. _მე მჭირდება ჯვარი,მაიკლ!
ეკლესიაში ხალხის გრძელი რიგი მოწყობილიყო ზეთის საცხებლად. იქვე,ერთ სვეტს მიყრდნობოდა თეთრკაბიანი ქალი და არც ცდილობდა შერეოდა ხალხს. ბავშვის ჭყლოპინმა გამოაფხიზლა. მის წინ მდგარი თავსაფრიან ქალს ეკავა ხელში სამიოდე წლის ბავშვუ და ნაბიჯ-ნაბიჯ ინაცვლებდა ჯვრის სამთხვევლად. ბავშვის მზერა იგრძნო,გულწრფელი ღიმილი და მისკენ გამოწვდილი წვრილი მკლავები დაინახა. მძლავრი მოხვევა იგრძნო კისერზე და ბავშვის პატარა სხეული მჭიდროდ მიეკრო მკერდზე. _ღმერთო,ანასტასია არასდროს მიდის ვინმესთან.. მაპატიეთ,მემ _იქით წავიდეთ_ და პატარა თითი ჯვრისკენ გაიწოდა.რიგი შუაზე გაიყო,მძიმედ დაიძრა სოფი ,მორიდებული მზერით. .. შუბლზე ჯვარაღბეჭდილმა კი მზერა იგრძნო. _შენ უკვე იპოვნე ბავშვის გულწრფელი თვალები და არა მხოლოდ იპოვნე,შეიგრძენი კიდეც. ყველაზე მძაფრია ეს შეგრძნებები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|