ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2011


მატარებლები ბრუნდებიან ვნებადაცლილნი

მე და შენ, ახლა,

ყველაფერი გვეპატიება........

შენ ცოტა ხნის წინ შემომიღე სამყაროს კარი,

მე კი.......  მე დიდხანს ვიჯექი აქ , მეცინებოდა ,

რომ ასე მალე მიწევს წასვლა, დახუჭვა თვალის....

მომიახლოვდი , სიყვარულო , უკანასკნელო ,

შენ კი სიკვდილო ,შეაჩერე შენი ცხენები....

მე ახლა მინდა დავტკბე ,  მისი სუნთქვით ვისუნთქო !....

და მერე ვუთხრა ,რომ სურვილი არა მაქვს წასვლის...

და რომ ცხოვრების დარჩენილი არომატები,

შევიგრძნო მისით.....შეაჩერეთ დროის დინება!...

მომიახლოვდი , სიყვარულო,  უკანასკნელო !....

შენა ხარ ჩემი სიცოცხლე და გარდაცვალება!.....

..............................................................

.....მატარებლები ბრუნდებიან ....ვნებადაცლილნი,

ქალაქში ,სადაც ,

ოცნებები არ ასრულდება......


28.06.2011.  სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები