ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ირაკლი-კირკიტაძე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2011


სიმშვიდიდან ქაოსამდე გაბმული ხიდი


ცხოვრებას იწყებ საწოლიდან
ყოველ წამს დგები,
იდუღებ ყავას, ნალექიანს, უნალექოსაც,
უკვე აღარ ღირს ცხოვრებიდან შაქრის მოთხოვა.

საკუთარ ხელებს იმალავ და ჯიბეებს მიღმა
დაიმალება, დაგეღვრება უმალ კოცნები,
ფიქრობ, რომ წახვალ კარებს შიგნით თუნდაც გადაღმა,
მე ხომ ვიცი როგორ გიჭირს მაგ კაბის გახდა.

ფეხებს ულამაზოდ იპარსავ, თმასაც იწეწავ,
შენ ხომ გინდა შეშლილივით არტყავდე ნაფაზს,
თითქოს თრთი, უჩუმრად კანკალებ და
ატკაცუნებ კოხტა თითებს, ცოტა დამტვერილს.

კარზე კაკუნი: - რომელი ხარ?
- მე სიკვდილი ვარ.
- ჩემგან რა გინდათ?
- ყველა სული რაც გაგაჩნიათ...

06.07.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები